თბილისის მერია: 11-დან 14 სექტემბრამდე, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება

საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრება Red Bull Soapbox Race), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„პირველ ეტაპზე, 11 სექტემბრის 20:00 საათიდან 12 სექტემბრის 22:00 საათამდე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება ღვინის აღმართზე და დუტუ მეგრელის ქუჩაზე. ასევე, მეტეხის ხიდზე ევროპის მოედნის მიმართულებით შეიზღუდება ორი სამანქანო ზოლი, ხოლო ევროპის მოედანზე - ერთი განაპირა ზოლი ნოე ჟორდანიას სანაპიროს დასაწყისამდე.

მეორე ეტაპზე, 12 სექტემბრის 22:00 საათიდან 14 სექტემბრის 03:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ღვინის აღმართზე, დუტუ მეგრელის ქუჩასა და ევროპის მოედანთან დამაკავშირებელ ნოე ჟორდანიას სანაპიროს მონაკვეთზე.

სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ისე გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, თუმანიანის ქუჩიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მოედნის გამოყენებით გადაადგილდება, შეეცვლება მოძრაობის მიმართულება. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები: N102, N301, N310, N331, N345 და მიკროავტობუსები: N550 და N580, რომლებიც გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ, მეტეხის ხიდის, ევროპის მოედნისა და ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, გორგასლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან კოტე აფხაზის ქუჩას და თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, შემდეგ დადგენილი მარშრუტის შესაბამისად.

რაც შეეხება N333 მარშრუტს, ავტობუსი ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან აღარ შევა ევროპის მოედანზე და იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ბარათაშვილის ქუჩაზე მობრუნდება და ისევ ხიდის გავლით დაუკავშირდება ბარათაშვილის აღმართს, შემდეგ იმოძრავებს დადგენილი მარშრუტით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789110485

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი...

საგამოძიებო სამსახურმა

1789108695

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით

საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახვა თავისი შესაძლებლობები ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ეკ...

მარიამ ქვრივიშვილი

1789108610

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მზად ვიქნებით, ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი

„ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი“...

მარიამ ქვრივიშვილი

1789107118

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: რაც უფრო გამწვავდება ეს დაპირისპირება, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო მეტი კომპრომატი ამოტივტივდება ზედაპირზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკურად გაკოტრებული და განულებული ოპოზიციური ძალებ...

თორნიკე ჭეიშვილი

1789106372

მსოფლიო

აშშ უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს - 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა

შეერთებული შტატები უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებს - 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 25 წელი გავიდა. ამ დღეს ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი...

 11 სექტემბრის ტრაგედია