არჩილ გორდულაძე: ნიკა გვარამია სტრასბურგში, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ პირებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, მაშინ როცა მეფარიშვილმა, ოკრიბელაშვილმა და კოლდარმა ბრალი სრულად აღიარა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერების: ნიკა გვარამიასა და ნიკანორ მელიას განცხადებები წარადგინა, რომლითაც ისინი 2024 წლის ძალადობრივი აქციების მონაწილეებსა და დაკავებულებს იცავდნენ.

გორდულაძის განცხადებით, 2024 წლის 27 ნოემბერს ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მთავრობას აქციებზე დაკავებული და ეროვნული სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირების, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული პირებიდან სამმა: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა, ჩადენილი დანაშაული სრულად აღიარა. გარდა ამისა, გორდულაძემ აღნიშნა 2024 წლის 17 აპრილს ნიკანორ მელიას განცხადებაც, რომლითაც ის მიმდინარე პროცესებს „მშვიდობიან მოძრაობად“ აფასებდა.

„2024 წლის 27 ნოემბერს, ნიკა გვარამიამ ძალადობრივი აქციების და მოძალადეების მხარდასაჭერად, სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საჯაროდ განაცხადა: „ათასობით ადამიანი ამ დღემდე იმყოფება გარეთ, აპროტესტებს და გვყავს პოლიტიკური პატიმრები: ომარ ოკრიბელაშვილი, საბა მეფარიშვილი, დავით კოლდარი, გიორგი კუჭუაშვილი, გიორგი ოკმელაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, ისაკო დევიძე, ანატოლი გიგაური.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ეს პატიმრები და ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამი წელზე მეტია, აბსურდული ბრალდებებით იმყოფება ციხეში, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი“. გვარამიას მიერ დასახელებული პირებიდან ეროვნულმა სასამართლომ ყველა დამნაშავედ ცნო. სამმა კი სრულად აღიარა დანაშაულის ჩადენა.

კერძოდ: საბა მეფარიშვილმა, ომარ ოკრიბელაშვილმა და დავით კოლდარმა. 2024 წლის 17 აპრილს, ნიკანორ მელიამ განაცხადა: „ეს არის შენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის, ევროპული და ეროვნული იდეის განხორციელების შანსის შენარჩუნების ბრძოლა მშვიდობიანად, მშვიდობიანი მოძრაობა, რასაც თვალყურს ვადევნებთ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, გაგრძელდება“, - განაცხადა გორდულაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794985476

ახალი ამბები

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის დამატებით ამანათების მიღებას იწ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794984964

ახალი ამბები

დასახლებულ პუნქტებში 23:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილის მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმა 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. ინფორმაც...

მანქანების ხმაური

1794984306

ახალი ამბები

„პროდუქცია და თანხა გაიტაცეს“ - ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ...

დაკავება, პოლიცია

1794983674

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თ...

 ნარკოტიკული საშუალება

1794982188

ახალი ამბები

გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: დღეს, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობის“ მიმართ იქნება კითხვები დასმული და მოუწევთ კონკრეტული პასუხების გაცემა

დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის სასამართლო განხილვა ახალ ეტაპზე გადადის. კითხვებს მოპასუხე მხარეს ამჯერად მოსარჩელეები დაუსვამენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარი...

გიორგი კახიანი