ნინო წილოსანი: სასიამოვნოა, როდესაც ევროკავშირის კვლევა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას პოზიტიურად აფასებს, ეს გვაფიქრებს, როგორ აცდენილია ევროკავშირის კვლევები თავად ევრობიუროკრატების განცხადებებთან
ევროკავშირის კვლევაში ნათლად ჩანს, რომ როგორც სხვა სხვა კანდიდატ სახელმწიფოებში, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდაც არ არის დამაიმედებელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასიამოვნოა, როდესაც ევროკავშირის კვლევა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას პოზიტიურად აფასებს.
„ევროკავშირის ბიუროკრატების პოლიტიკური განცხადებების პარალელურად, ევროკომისია კვლევებს ატარებს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკურ, სასამართლო სისტემებზე თუ განათლების რეფორმების თაობაზე. ამ კვლევებში საქართველო ყოველთვის კარგ შედეგებს დებს.
განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ევროკავშირის კვლევა საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ასეთი პოზიტიური შეფასებით ეხმიანება. მათ კვლევაში საქართველოსთან დაკავშირებით ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 5%-დან 7%-მდე გაზარდეს.
კვლევაში ნათლად ჩანს, რომ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებში, მათ შორის მოლდოვასა და უკრაინაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ არა მხოლოდ ამ ქვეყნებში. თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდაც არ არის დამაიმედებელი.
ამის ფონზე, საქართველოში ეკონომიკური წინსვლა, დარგობრივი განვითარება და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის დივერსიფიკაცია, რომელიც ამ კვლევაშია მოყვანილი, სიამაყის საშუალებას გვაძლევს. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, როგორ აცდენილია ევროკავშირის კვლევები თავად ევრობიუროკრატების განცხადებებთან“, - აღნიშნა წილოსანმა.
1794980996
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: უკვე მერამდენე ქვეყანაა სლოვენია, რომელიც ქართული კანონის ანალოგიით იღებს გამჭვირვალობის მსგავს კანონმდებლობას საკუთარ ქვეყანაში იმ მიზნით, რომ უცხო ჩარევებისგან დაიცვას საკუთარი დემოკრატია
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხი კვლავ ორმაგი სტანდარტის შესახებ დისკუსიის მიზეზი ხდება. ხუთი წლის წინ, როდესაც საქართველომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, ბრიუსელისგა...
1794979799
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: „მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, ვნახეთ, რომ საფრანგეთში ეს პირდაპირ მკვლელობის მცდელობად ფასდება
„მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თ...
1794978084
ახალი ამბებინინო წილოსანი სასამართლოს გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის რეიტინგზე: რადიკალების მიერ სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად, გამოქვეყნებული ანგარიშები ყველაზე მეტად აბათილებს ამ ცრუ ნარატივს
კიდევ ერთი აღიარება საქართველოს სწორი პოლიტიკის - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს სასამართლოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებაში“, ამბობენ რომ მს...
1794977225
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ნოემბერს საქართველოში
18 ნოემბერს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +21 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმა...
1794948603
მსოფლიოCNN: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გასაიდუმლოებული შიდა ქსელი გათიშულია
„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შიდა კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი, მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი გათიშულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ექვს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროებ...































