არჩილ გორდულაძე: 2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიას მიერ „დოიჩე ველესთვის“ მიცემული ინტერვიუს ქართული თარგმანი გავრცელდა, მან მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, აქციებს მშვიდობიანი უწოდა
„ქართული ოცნების“ მიერ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენა ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის ფარგლებში, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ აღნიშნული პარტიების წარმომადგენელთა მიერ ძალადობრივი აქციების მხარდამჭერი განცხადებები საზოგადოებას გააცნო.
მან ყურადღება გაამახვილა გახარიას პარტიის პოზიციაზე, კერძოდ, გიორგი გახარიასა და მიხეილ დაუშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის მხარდაჭერაზე და მათ მიერ საპროტესტო აქციის, როგორც მშვიდობიანი პროტესტის შეფასებაზე.
„2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიას მიერ „დოიჩე ველესთვის“ მიცემული ინტერვიუს ქართული თარგმანი გავრცელდა. მან მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად აქციებს მშვიდობიანი უწოდა. გახარიამ საჯაროდ განაცხადა: „ [2019 წლის] 20 ივნისს დადგინდა, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, 7-8 მარტის პროტესტი კი იყო მშვიდობიანი - ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციისა და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს“.
2023 წლის 3 აპრილს პარტია „საქართველოსთვის“ იმჟამინდელმა წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გრიგორიადისის მხარდასაჭერად საჯაროდ განაცხადა: „ოცნებას იმის ილუზია თუ აქვს, ახალგაზრდებთან და მომავალ თაობასთან ომს მოიგებს ძალიან ცდებიან, უკიდურესად ცდებიან და ჯობია, რომ ამ ომს თავი დაანებონ. დანარჩენად, ასევე ძალიან მიუღებელია ის რაღაცა აბსოლუტურად არანაირ ფარგლებში, რომ არ ჯდება ეს დისკრიმინაციული და ამორალური კამპანია იმავე ლაზარეს წინააღმდეგ. ამიტომ, ორგანიზატორები კი არა ოცნებამ საკუთარ პასუხისმგებლობას მიხედოს“, - განაცხადა გორდულაძემ.
მან ასევე გაიხსენა ნათია მეზვრიშვილის განცხადება, რომელმაც ძალადობრივი აქციებისას დაკავებულ პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„2024 წლის 9 ივლისს, პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიის მე-2 ნომერი), ძალადობრივ აქციაში მონაწილე დაპატიმრებული მოძალადე მონაწილეების მხარდასაჭერად, საჯაროდ განაცხადა: „ჩვენი გუნდი, პარტია გახარია საქართველოსთვის, მოვუწოდებთ ოცნებას, დაანონსებული ამნისტია შეახოს რუსული კანონის არაძალადობრივი გაპროტესტების გამო ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაში მიცემულ, დაჯარიმებულ და დაკავებულ პირებს!“, - აღნიშნა გორდულაძემ.
1794984306
ახალი ამბები„პროდუქცია და თანხა გაიტაცეს“ - ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ...
1794983674
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თ...
1794982188
ახალი ამბებიგიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: დღეს, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობის“ მიმართ იქნება კითხვები დასმული და მოუწევთ კონკრეტული პასუხების გაცემა
დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის სასამართლო განხილვა ახალ ეტაპზე გადადის. კითხვებს მოპასუხე მხარეს ამჯერად მოსარჩელეები დაუსვამენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარი...
1794980996
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: უკვე მერამდენე ქვეყანაა სლოვენია, რომელიც ქართული კანონის ანალოგიით იღებს გამჭვირვალობის მსგავს კანონმდებლობას საკუთარ ქვეყანაში იმ მიზნით, რომ უცხო ჩარევებისგან დაიცვას საკუთარი დემოკრატია
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხი კვლავ ორმაგი სტანდარტის შესახებ დისკუსიის მიზეზი ხდება. ხუთი წლის წინ, როდესაც საქართველომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, ბრიუსელისგა...
1794979799
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: „მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, ვნახეთ, რომ საფრანგეთში ეს პირდაპირ მკვლელობის მცდელობად ფასდება
„მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თ...































