კახა კალაძე: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ საბურთალოს რაიონში წყლის მილის დაზიანებით დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს
საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევის გამო, საავტომობილო მოძრაობა გამრეკელის ქუჩაზე დროებით შეიზღუდა. ამასთან, ადგილობრივ მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდება არ შეწყვეტიათ, რადგან ქსელი ალტერნატიულ მაგისტრალზე დაუყოვნებლივ გადაერთო.
„საბურთალოს რაიონში, დღეს გამთენიისას, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე ავარიულად დაზიანდა კომპანია GWP-ის 1 200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს.
დაზიანდა ავტომობილები. აღნიშნული შემთხვევის გამო, გამრეკელის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია, რამაც, რა თქმა უნდა, გარკვეული შეფერხებები გამოიწვია მთელი ქალაქის მასშტაბითაც. წყლის მიწოდების პრობლემა ამ ეტაპზე არ არსებობს იმიტომ, რომ ალტერნატიულ მაგისტრალზე იქნა გადართული მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს კომპანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვს და მოქალაქეებს მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.
„შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან როგორც GWP-ის, ისე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი წარმომადგენლები, ასევე, საბურთალოს გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურ კომუნიკაციაში არიან ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ ეტაპზე, მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც კომპანიის მხრიდან ზარალი სრულად ანაზღაურდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1794983674
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თ...
1794982188
ახალი ამბებიგიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: დღეს, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობის“ მიმართ იქნება კითხვები დასმული და მოუწევთ კონკრეტული პასუხების გაცემა
დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის სასამართლო განხილვა ახალ ეტაპზე გადადის. კითხვებს მოპასუხე მხარეს ამჯერად მოსარჩელეები დაუსვამენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარი...
1794980996
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: უკვე მერამდენე ქვეყანაა სლოვენია, რომელიც ქართული კანონის ანალოგიით იღებს გამჭვირვალობის მსგავს კანონმდებლობას საკუთარ ქვეყანაში იმ მიზნით, რომ უცხო ჩარევებისგან დაიცვას საკუთარი დემოკრატია
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხი კვლავ ორმაგი სტანდარტის შესახებ დისკუსიის მიზეზი ხდება. ხუთი წლის წინ, როდესაც საქართველომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, ბრიუსელისგა...
1794979799
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: „მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, ვნახეთ, რომ საფრანგეთში ეს პირდაპირ მკვლელობის მცდელობად ფასდება
„მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თ...
1794978084
ახალი ამბებინინო წილოსანი სასამართლოს გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის რეიტინგზე: რადიკალების მიერ სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად, გამოქვეყნებული ანგარიშები ყველაზე მეტად აბათილებს ამ ცრუ ნარატივს
კიდევ ერთი აღიარება საქართველოს სწორი პოლიტიკის - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს სასამართლოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებაში“, ამბობენ რომ მს...































