შალვა პაპუაშვილი „ლელოზე“: ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს, ეს არის თაღლითების მიერ, თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტია „ლელოს“ წევრის ირაკლი კუპრაძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტია წარსულში როგორც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ისე უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნას უჭერდა მხარს.
პაპუაშვილის თქმით, კუპრაძემ თავის პასუხში მხოლოდ მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა უარყო, ხოლო სანქციების საკითხს გვერდი აუარა, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ადასტურებს, რომ „ლელო“ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა. მანვე აღნიშნა, რომ ეს პუნქტი პარტიის 2024 წლის საარჩევნო პროგრამის ნაწილიც იყო.
„საბედნიეროდ, ციფრული არქივი უფრო მდგრადი და მყარია და ჩვენი უახლოესი ისტორია ასე ადვილად ვერ წაიშლება. ყველას გვახსოვს პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიციის მიტინგები, რომელსაც ორი მოთხოვნა ჰქონდა - სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან, ასევე, გაიხსენა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება აქციაზე და უკრაინის პრემიერ-მინისტრის ქართულენოვანი მიმართვა, რის შემდეგაც, პაპუაშვილის მტკიცებით, პარლამენტის სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლებმა მოხალისეების გაფრენის ნებართვის მოთხოვნა გაიზიარეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ „ლელოს“ შექმნის მიზნებზეც ისაუბრა და მათ „თაღლითური“ უწოდა.
„ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს და რაც შეეხება „ლელოს“, რას უნდა ველოდოთ მათგან? ეს არის თაღლითების მიერ, თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია. ვინაიდან ანაკლიის პორტი თავისი თაღლითობისთვის უნდოდათ, არ გამოუვიდათ და სახელმწიფომ აღარ მისცა მისი გაგრძელების საშუალება, უნდოდათ საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან 1,5 მილიარდის ამოღება.
ეს იყო ამ პარტიის შექმნის მთელი მიზანი, რომ შეექმნათ პოლიტიკური შლეიფი მათი სარჩელისთვის, რომელიც ჯერ ქართულ სასამართლოში აწარმოვეს, დამარცხდნენ და ბოლოს საერთაშორისო არბიტრაჟებში ყველგან დამარცხდნენ და ყველამ ამხილა, რომ ეს იყო გამოგონილი, თაღლითური სარჩელი, იმისთვის, რომ 1,5 მილიარდი ამოეღოთ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1794983674
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თ...
1794982188
ახალი ამბებიგიორგი კახიანი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე: დღეს, პირველ რიგში, „ნაცმოძრაობის“ მიმართ იქნება კითხვები დასმული და მოუწევთ კონკრეტული პასუხების გაცემა
დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის სასამართლო განხილვა ახალ ეტაპზე გადადის. კითხვებს მოპასუხე მხარეს ამჯერად მოსარჩელეები დაუსვამენ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარი...
1794980996
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: უკვე მერამდენე ქვეყანაა სლოვენია, რომელიც ქართული კანონის ანალოგიით იღებს გამჭვირვალობის მსგავს კანონმდებლობას საკუთარ ქვეყანაში იმ მიზნით, რომ უცხო ჩარევებისგან დაიცვას საკუთარი დემოკრატია
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხი კვლავ ორმაგი სტანდარტის შესახებ დისკუსიის მიზეზი ხდება. ხუთი წლის წინ, როდესაც საქართველომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, ბრიუსელისგა...
1794979799
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: „მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, ვნახეთ, რომ საფრანგეთში ეს პირდაპირ მკვლელობის მცდელობად ფასდება
„მოლოტოვის კოქტეილი“ თავის თავში უკვე გულისხმობს დანაშაულს, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თ...
1794978084
ახალი ამბებინინო წილოსანი სასამართლოს გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის რეიტინგზე: რადიკალების მიერ სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად, გამოქვეყნებული ანგარიშები ყველაზე მეტად აბათილებს ამ ცრუ ნარატივს
კიდევ ერთი აღიარება საქართველოს სწორი პოლიტიკის - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს სასამართლოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებაში“, ამბობენ რომ მს...































