არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, რომ როგორც კი სტრატეგიულ ობიექტს - პრეზიდენტის სასახლეს დაიკავებდნენ, დანაშაულებრივი ბანდის წევრები, გამოცხადებულიყო შენობაში და როგორც არალეგიტიმურ პრეზიდენტს, მიესაკუთრებინა ხელისუფლება

ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე პრაღაში გამართულ ფორუმზე ისაუბრა.
ზურაბიშვილის განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ და საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულ თავდასხმაზე საუბრობენ.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
გორდულაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, 4 ოქტომბერს, როდესაც აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლეს დაიკავებდნენ, შესულიყო შენობაში, როგორც არალეგიტიმურ პრეზიდენტს და მიესაკუთრებინა ხელისუფლება.
„ქართული პასპორტის მქონე, ერთი რიგითი აგენტი, სალომე ზურაბიშვილი, სხვა აგენტებთან ერთად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მედიებთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან ერთად კადრულობს უკადრებელს, უტიფრობაშიც არიან გადასულნი. ამ ადამიანებს რომ დავუჯეროთ, კარი თუ ღიაა, ნებისმიერთან შეიძლება შევიდეს ნებისმიერი ადამიანი, სხვისი ნივთი აიღოს და მიისაკუთროს, ანუ ქურდობა ჩაიდინოს.
ცდილობენ, თავიანთი დანაშაულებრივი ქმედება ღობემდე დაიყვანონ. რეალურად, რატომ მივიდნენ ეს ადამიანები? რატომ მოუწოდეს, რომ მამაკაცები გადასულიყვნენ პრეზიდენტის სასახლესთან, რატომ ესხმოდნენ თავს ღობეს და რატომ გადახტნენ პრეზიდენტის სასახლის ეზოში? რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ აეღოთ სტრატეგიული ობიექტი. თავად სალომე ზურაბიშვილიც იქვე იდგა და იყო მზად, რომ, როგორც კი სტრატეგიულ ობიექტს - პრეზიდენტის სასახლეს დაიკავებდნენ დანაშაულებრივი ბანდის წევრები, გამოცხადებულიყო შენობაში და როგორც არალეგიტიმურ პრეზიდენტს, მიესაკუთრებინა ხელისუფლება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
1760527616
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ვერასდროს მოერევი ქართველი ადამიანის ხედვასა და არჩევანს, რომელიც მშვიდობისა და უკეთესი მომავლისკენ არის მიმართული
„4 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ადამი...
1760525026
ახალი ამბებიმტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს
თბილისის მიმდებარედ, მტკვარში, ათი დღის წინ დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის კაცმა მდინარეში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდ...
1760524375
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თვითმმართველობა დღეს განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპზეა
„4 ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ქვეყანამ აირჩია თვითმმართველობის ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირი, უშუალო კავშირი გააჩნია თითოეულ მოქალაქესთან“,- განაცხადა რეგიონული პო...
1760523440
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია - მივმართავ ევრობიუროკრატებს: როდემდე უნდა გააგრძელოთ ჩვენი საზოგადოების და სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ ასე უტიფრად ახორციელებთ?
„მივმართავ ევრობიუროკრატებს: როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენივე ხელით იმ ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების ძირის თხრა, რისი სახელითაც გვესაუბრებით? როდემდე უნდა გააგრძელოთ ეს დესტრუქცია? როდემდე უ...
1760522610
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმა ნიშნავს რომ ხმა მისცე საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს
„მგონი ევრობიუროკრატებმა ჩვენი ერის ისტორია, ხასიათი და იდენტობა არ იციან. ქართველებმა დაახლოებით 17 საუკუნის წინ მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენს სულიერ თავგადასავალთან და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა....