ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით
სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას, ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის სახსრები, რომლებიც მიმართულია თვითმმართველობისაკენ, უნდა იყოს გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტურად.
„თვითმმართველობა არის ხელისუფლება, რომელსაც ყველაზე აქტიური და მჭიდრო კონტაქტი გააჩნია ჩვენს მოქალაქეებთან, ქალაქსა თუ რეგიონებში. გამომდინარე აქედან, სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თვითმმართველობის არა მარტო ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ მისი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდას, ინსტიტუციური ზრდის მიმართულებით. ვგულისხმობ, რომ
ის სახსრები, რომლებიც მიმართულია თვითმმართველობისაკენ, იყოს გამოყენებული მაქსიმალურად ეფექტურად. ამიტომ, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე სამოქმედო გეგმები დროში დანახული, რამდენიმე წელიწადში დანახული, თუ რა და როგორ უნდა განვითარდეს, რომელმაც მაქსიმალური, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება, არამედ სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაჭრას შეუწყოს ხელი თითოეულ მუნიციპალიტეტში. ამ თემებზე იყო საუბარი.
აქედან იყო წარდგენილი ხედვა, რომელსაც რეგიონული განვითარების სამინისტრო ამუშავებს მჭიდრო, უშუალო ჩართულობით თითოეულ მუნიციპალიტეტთან. ეს შეხვედრა იყო ძალიან ინტერაქტიური. ამ შეხვედრაზე იყო ურთიერთგაგება, იმიტომ, რომ ყველა ამ საკითხის ჩამოყალიბებასა და გადაწყვეტის გზების ძიებაში თვითონ მუნიციპალიტეტები და საკრებულოები იყვნენ ჩართული.
ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა, უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის შესაბამის წევრებთან ერთად პარლამენტის ჩართულობით მოახდინონ ყველა ამ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა და თავიანთი პოზიციების შეჯერება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1771514628
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გრძელვადიან პე...
1771511913
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა, დარწმუნებული ვართ, ჯამში მივიღებთ სერიოზულ კორექციას ფასების კლების მიმართულებით
„ის 6 პრობლემა რაც არის, რომელიც დიდწილად განაპირობებს ფასნამატის ზრდას, აქვე უნდა ვთქვა, რომ ფასნამატი არ არის ერთსაფეხურიანი პროცესი. ეს არის სულ ცოტა სამ საფეხურიანი პროცესი, რომელიც შედგება მწარმო...
1771509427
ახალი ამბებიპრემიერი: გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, შესაბამისად, დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვე...
1771508688
ახალი ამბებიპროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქა...
1771508090
ახალი ამბებითეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრა გამართა მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და ეთნიკური უმცირესობებ...






























