პრემიერი: გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი და ამ მაგალითზეც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, შესაბამისად, დადასტურდა, რომ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა ისეთი ტიპის დანაშაულებრივი საქმეების პოლიტიზებას, რომელთაც საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ პოლიტიკასთან.
„როცა ხდებოდა კონკრეტული ტიპის დანაშაულების ჩადენა, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა ამ საქმეების პოლიტიზებას და ასეთი უამრავი საქმე გვახსოვს. იყო ისეთი დანაშაულებრივი საქმეები, რომლებიც საერთოდ არ იყო კავშირში პოლიტიკასთან, თუმცა აქაც კი ახერხებდნენ სპეკულაციებს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ამ მაგალითზეც დაადასტურა იმ მოვლენებმა, რომლებიც განვითარდა.
გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, დანარჩენი იყო, ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოების საქმე. შესაბამისად, დადასტურდა, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა პრემიერმა.
1771508090
ახალი ამბებითეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრა გამართა მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და ეთნიკური უმცირესობებ...
1771506651
ახალი ამბებითამარ ჩიბურდანიძე: დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ცნობიერების დაქვეითებასთან
„თუ შობადობა არ იქნება მაღალი და არ იქნება ბუნებრივი მატება, საქართველოში ქართული მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენ შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ განადგურდება ქართული გენოფონდი,“ - განაცხადა ჟუ...
1771506497
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6769 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6778 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1771505117
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ბოლო 35 წლის განმავლობაში რუსეთთან სამი სხვადასხვა ომი გვქონდა, არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან
არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე...
1771503440
ახალი ამბებიიმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა - დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 100 კილოგრამზე მეტი ფრინველის ხორცი
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზესტაფონსა და საჩხერეში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჩატარებული არაგეგმური ი...































