შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა, დარწმუნებული ვართ, ჯამში მივიღებთ სერიოზულ კორექციას ფასების კლების მიმართულებით

„ის 6 პრობლემა რაც არის, რომელიც დიდწილად განაპირობებს ფასნამატის ზრდას, აქვე უნდა ვთქვა, რომ ფასნამატი არ არის ერთსაფეხურიანი პროცესი. ეს არის სულ ცოტა სამ საფეხურიანი პროცესი, რომელიც შედგება მწარმოებლისგან, იმპორტიორ/დისტრიბუტორისგან და საცალო ქსელების ოპერატორებისგან“- ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის შეუძლებელია საუბარი საბოლოო გამოსავალზე, თუმცა დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რაც ბიზნეს ეფექტურობაში აისახება.

„ეს პროცესი არის გადაჯაჭვული. ამათ შორის არის კავშირი და ჩვენთვის შეუძლებელია დღეს ვისაუბროთ საბოლოო გამოსავალზე, სანამ არ შევისწავლით სამივე საფეხურს. ვფიქრობ, პრობლემების სწორი იდენტიფიცირება მოხდა.

ყველა ვთანხმდებით, რომ ნედლეულის იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფასწარმოქმნის ჯამში, საოპერაციო ნაწილში მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ გაყიდვების და რეალიზაციის ხარჯები არის მნიშვნელოვნად მაღალი.

მესამე, რაც ვნახეთ, რომ ასიმეტრიული ურთიერთობები გვაქვს ჯაჭვში, ასე ვთქვათ, ზემოთ მდგომ სუბიექტს აქვს ბაზრის დომინირების შესაძლებლობა და ეს არათანაბარ პირობებში გაყენებთ თქვენ და ეს პროცესი მისახედია.

კომპანიების ნაწილის შემთხვევაში საუბარი იყო, რომ საკრედიტო რესურსი ძვირია და ეს ყოველივე აწვება თვითღირებულებას. ნაშთები და დანაკარგი ზოგ შემთხვევაში 5%-ი და მეტია და როდესაც მოგება სექტორში წარმოების ნაწილზე 5-6%-ია ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია და ბოლოს, იმპორტულ პროდუქციასთან - აქ ჩვენი მიდგომა ვერ იქნება, რომ იმპორტი დავბეგროთ, მაგრამ ჩვენი მიდგომა იქნება ის, რომ ადგილობრივ წარმოებას მოვეხმაროთ, გავხადოთ კონკურენტუნარიანი და იმაზე ძლიერი, ვიდრე იმპორტული პროდუქციაა.

დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რაც თავისთავად აისახება ბიზნეს ეფექტურობაში და საბოლოოდ, ჯამში მივიღებთ სერიოზულ კორექციას ფასების კლების მიმართულებით ისე, რომ ეს იქნება სამართლიანი თითოეული რგოლისთვის“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771508688

ახალი ამბები

პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის აღების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქა...

პროკურატურა

1771508090

ახალი ამბები

თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრა გამართა მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და ეთნიკური უმცირესობებ...

მინისტრი

1771506651

ახალი ამბები

თამარ ჩიბურდანიძე: დემოგრაფიული პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ეროვნული ცნობიერების დაქვეითებასთან

„თუ შობადობა არ იქნება მაღალი და არ იქნება ბუნებრივი მატება, საქართველოში ქართული მოსახლეობა იქნება მილევადი და ჩვენ შევალთ მომაკვდავი ერების სიაში, ანუ განადგურდება ქართული გენოფონდი,“ - განაცხადა ჟუ...

თამარ ჩიბურდანიძე

1771506497

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6769 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6778 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1771505117

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო 35 წლის განმავლობაში რუსეთთან სამი სხვადასხვა ომი გვქონდა, არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან

არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე...

ნიკოლოზ სამხარაძე