ირაკლი კობახიძე: 2022 წლისთვის ყველასთვის ცნობილი იყო, რომ უკრაინაში ომი უნდა დაწყებულიყო და კონკრეტული გარე ძალები ემზადებოდნენ საქართველოში ვითარების ასარევად, მოაზრებული იყო მეორე ფრონტი

2016 წელს ნახეს, რომ იმ არჩევნების შემდეგ შეუძლებელი იყო რევოლუციური პროცესების წარმატებით წარმართვა და გადაეწყვნენ 2020-ზე - გამოჰყვეს „ევროპული საქართველო“ იმისათვის, რომ ახალი, რებრენდირებული „ნაცმოძრაობით“ მომზადებულიყვნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, 2022 წლისთვის უკვე წინასწარ იყო ცნობილი ყველასთვის, რომ უკრაინაში ომი აუცილებლად უნდა დაწყებულიყო და ამის მიხედვით კონკრეტული გარე-ძალები ემზადებოდნენ საქართველოში ვითარების ასარევად - საქართველო იყო მოაზრებული, როგორც მეორე ფრონტი.
„2016 წელს ვერ გადაეწყვნენ გარე ძალები ახალ რეალობაზე, იყო კოალიცია და ასეთი გეგმა არსებობდა, რომ კოალიციურად გამოდიოდა „ქართული ოცნება“ არჩევნებზე, გამოწევდნენ კონკრეტულ პარტიებს, ამას დაემატებოდა „ნაცმოძრაობა“ - 27 % აიღეს მაშინ არჩევნებში, ფიქრობდნენ, რომ „თავისუფალი დემოკრატებიც“ გადალახავდნენ მაშინ ბარიერს და შეიკვრებოდა „ქართული ოცნების“ მიღმა კოალიცია, ეს იყო გეგმა.
ამისათვის გამზადებული ჰქონდათ უკვე „ევროპული საქართველოს“ პროექტი, რომელიც „ნაცმოძრაობიდან“ უნდა გამოეყოთ, ანუ რებრენდირებული „ნაცმოძრაობა“, პლუს “რესპუბლიკელები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“ - ასეთი კოალიცია იყო მოაზრებული, თუმცა, საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ ჩვენი ძალისხმევით დაიშალა კოალიცია, აგენტები გავწიეთ ჩვენი პოლიტიკური ძალიდან, დარჩა მხოლოდ „ქართული ოცნება“, რომელიც გაჯანსაღდა და გაძლიერდა, მიიღო შესაბამისად მაღალი შედეგი და შევიდა სამი სუბიექტი პარლამენტში მესამე იყო „პატრიოტთა ალიანსი“ და იყო „ნაცმოძრაობა“, რომელიც წინასწარ გამზადებული სცენარის მიხედვით გაიყო ორ სუბიექტად. ნახეს, რომ იმ არჩევნების შემდეგ შეუძლებელი იყო რევოლუციური პროცესების წარმატებით წარმართვა და გადაეწყვნენ 2020-ზე.
გამოჰყვეს „ევროპული საქართველო“ იმისათვის, რომ ახალი, რებრენდირებული „ნაცმოძრაობით“ მომზადებულიყვნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და აქედან დაიწყო მთელი ეს პროცესი. მეორე ფაქტორი, რაც იყო მნიშვნელოვანი, 2022 წლისთვის უკვე წინასწარ იყო ცნობილი ყველასთვის, ჩვენც ვიცოდით, რომ უკრაინაში ომი აუცილებლად უნდა დაწყებულიყო, ეს იყო რის მიხედვითაც ემზადებოდნენ კონკრეტული გარე ძალები ქვეყანაში ვითარების ასარევად. საქართველო იყო მოაზრებული, როგორც მეორე ფრონტი“,- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამას უკავშირდებოდა 2020 წელს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წამოსული მძაფრი დაპირისპირება.
„ამას უკავშირდებოდა 2020 წელს წამოსული ისტერიული დაპირისპირება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. 2011 წლიდან მოყოლებული არ შეწყვეტილა აგრესია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, განსაკუთრებით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან, როცა ხელისუფლებაში მოვიდა „ქართული ოცნება“, თუმცა ეს დაპირისპირება გადავიდა ისტერიულზე, სწორედ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რადგან იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ძალიან მძაფრი ინტერესი.
ორი ფრონტიდან უნდა გახსნილიყო საომარი მოქმედებები, როდესაც რუსეთი დაიწყებდა უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას, სამხედრო აგრესიას და ეს სცენარი ჩავარდა იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“ და არა „ომის პარტია“, ლოკალური „ომის პარტია“ იგულისხმება ამ შემთხვევაში და ისევ და ისევ ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვახერხეთ 2022 წლიდან თავის დაცვა იმ უპრეცედენტო აგრესიისგან რასაც ვხედავდით.
ჩვენთან მოდიოდნენ და პირდაპირ, ღია ტექსტით ითხოვდნენ დახურულ კარს მიღმა ომში ჩართვას, საჯაროდ კი ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, რაც იყო ესკალაციისკენ ნაბიჯი, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რაც პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას საომარ მოქმედებებში და ამას ღიად აკეთებდნენ. პირდაპირ უკრაინის ხელისუფლება აკეთებდა განცხადებებს მეორე ფრონტზე, რატომ არ გამოვიდა არც ერთი ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი ოპოზიცია.
თუ მართლა აგენტურა არ არის, ვიღაცას ხომ შეიძლებოდა ეთქვა ეროვნული ინტერესების კარნახით, რომ არასწორია უკრაინის ხელისუფლება რასაც ითხოვდა ჩვენგან, რომ მეორე ფრონტის გახსნას როცა ითხოვდა ზელენსკის მთავარი მრჩეველი, არ იყო სწორი. არ თქვეს იმიტომ, რომ უცხოელი აგენტები არიან და ომის სცენარის მონაწილეები იყვნენ პირდაპირ. ან არც ერთი საერთაშორისო სუბიექტი რატომ არ გამოვიდა, რატომ არ გამოვიდა ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაცია და რატომ არ გამოვიდა ევროკავშირის წარმომადგენლობა.
რბილად ხომ შეიძლებოდა ეთქვათ, რომ მოდით რა, საქართველოს ნუ მოსთხოვთ მეორე ფრონტის გახსნას. ელჩი რომ გაიწვია, ომი ახალი დაწყებული იყო, 24 თებერვალს დაიწყო ომი და რამდენიმე დღეში ომის დაწყებიდან, ზელენსკიმ გაიწვია ელჩი საქართველოდან იმის გამო, რომ სანქციები არ დავაწესეთ და მებრძოლი მოხალისეები არ გავგზავნეთ. საზოგადოება ხომ ააღელვეს ამის გამო და არც ერთი კაცი არ გამოსარჩლებია ამ უსამართლო გადაწყვეტილების გამო ჩვენს ხელისუფლებას, არც აქაური უცხოური აგენტურა, არც „დიფ სთეითი“, არც ევროპული ბიუროკრატია და არც მაშინდელი ამერიკული ბიუროკრატია, იმიტომ, რომ რაც ხდებოდა ხდებოდა სწორედ გარე კარნახით და დაკვეთით.
„დიფ სთეითის“ კარნახით მოქმედებდა მაშინდელი ამერიკული ადმინისტრაცია, ევროპული ბიუროკრატია და ამის გამო არავინ გამოვიდა და არ თქვა, რომ რატომ გაიწვიე ელჩი საქართველოდან, ის ხომ თავის ეროვნულ ინტერესებს იცავსო. რატომ არ გამოგვესარჩლა არავინ, იმიტომ, რომ იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი“,- განაცხადა პრემიერმა.
1759773117
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად
ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. ეს აზიანებს ევროკავშირის იდეას. თვითდაზიანების პროცესში არიან, - ამის შესახებ რეგიო...
1759769862
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ანიტა ჰიპერის განცხადებაზე: როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი - აკერმანის სახელმძღვანელოდან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება, ევროკომისიის პრესსპიკერის ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ე...
1759766252
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა
რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პა...
1759765859
ახალი ამბებიკასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა
კასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა. არსებული ცნობით, ბავშვს დაზიანება ხელის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო,...
1759765395
ახალი ამბებიპროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმა
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....