ირაკლი კობახიძე: 3 წელი არავითარი პერსპექტივა არ აქვს არც ადგილობრივ აგენტურას და არც მათ პატრონებს, რომ არიონ ეს ქვეყანა

ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, „დიფ სთეითს“ აქვს კონკრეტული ინტერესი, ამაში ჰყავს ჩართული ევროპული ბიუროკრატია, რომ როგორმე საქართველოში მოხდეს მეორე ფრონტის გახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, რეალური გახდება ურთიერთობების გადატვირთვა
„ომის დასრულებაზეა დამოკიდებული პრინციპულად ურთიერთობების გადატვირთვა. ეს პროცესი გრძელდება. ჰქონდათ კიდევ ერთი დამხობის მცდელობა, გამოიყვანეს ევროკავშირის პრესსპიკერი და მხარი დააჭერინეს დამხობის აქციისთვის. ესეც არის ომის გამოძახილი.
ვიდრე ომი გრძელდება, „დიფ სთეითს“ აქვს კონკრეტული ინტერესი, ამაში ჰყავს ჩართული ევროპული ბიუროკრატია, ინტერესია, რომ როგორმე საქართველოში მოხდეს მეორე ფრონტის გახსნა და მანამდე ეს ინტერესი დარჩება, რომ არიონ საქართველოში ვითარება, შეცვალონ ხელისუფლება. ამიტომ, ჩვენ მოთმინებით ველოდებით ომის დასრულებას.
როგორც კი ომი დასრულდება, ვფიქრობთ, რომ რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა რეგიონში, კონტინენტზე და ამის შემდეგ რეალური გახდება ურთიერთობების გადატვირთვა. სამი წელი არჩევნები აღარ იქნება, ხედავენ, რომ დამხობის მეხუთე მცდელობა ჩავარდა და შანსი აღარ აქვთ, სამი წელი არავითარი პერსპექტივა არ აქვს არც ადგილობრივ აგენტურას და არც მათ პატრონებს, რომ არიონ ეს ქვეყანა.
ერთი ვარიანტია, რომ მიიღონ პრაგმატული გადაწყვეტილება და აქედანვე, ომის დასრულებამდეც იფიქრონ ურთიერთობების გადატვირთვაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
1759773117
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად
ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. ეს აზიანებს ევროკავშირის იდეას. თვითდაზიანების პროცესში არიან, - ამის შესახებ რეგიო...
1759769862
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ანიტა ჰიპერის განცხადებაზე: როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი - აკერმანის სახელმძღვანელოდან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება, ევროკომისიის პრესსპიკერის ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ე...
1759766252
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა
რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პა...
1759765859
ახალი ამბებიკასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა
კასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა. არსებული ცნობით, ბავშვს დაზიანება ხელის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო,...
1759765395
ახალი ამბებიპროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმა
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....