ირაკლი კობახიძე: ჩვენ 4 ოქტომბრამდე შევახსენეთ ყველას, რომ გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს

 ჩვენ 4 ოქტომბრამდე შევახსენეთ ყველას, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, დღესაც ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე დღეს იქნება დაკავებული და ეს პროცესი გაგრძელდება.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მეხუთე მცდელობა, რაც იყო გარედან მხარდაჭერილი. მათ შორის ვიხილეთ საჯარო განცხადებები, რომელიც კეთდებოდა წინასწარ გაცხადებული დამხობის აქციის მხარდასაჭერად. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო იდგა მოწოდების სიმაღლეზე და აღიკვეთა ეს მეხუთე მცდელობაც.

ჩვენ ვერ დაველოდებით მეექვსე, მეშვიდე და მერვე მცდელობებს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ვერავინ ვეღარ გაბედოს ვერანაირი მეექვსე მცდელობა. ამისათვის გაკეთდება ყველაფერი, იქნება შესაბამისი ზომები მიღებული. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვინც იყო ჩართული ძალადობაში, ვინც მიიტანა შტურმი პრეზიდენტის რეზიდენციაზე, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს. ასევე, ჩვენ 4 ოქტომბრამდე შევახსენეთ ყველას, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი რესურსი, ამოვიცნოთ მოძალადეები, დამნაშავეები, შესაბამისად, ბევრი მომიტინგე და მოძალადე უნდა დაელოდოს შესაბამის ზომებს.

დღესაც ტარდება შესაბამისი სპეცოპერაცია, რამდენიმე დამნაშავე უკვე დღეს იქნება დაკავებული და ეს პროცესი გაგრძელდება. ძალიან ბევრი პირი ამოცნობილია, ვინც ძალადობდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მათ შორის, ზოგი ბინებში იმალება, ზოგი რეგიონებში გაიქცა.

გაცხადებული ორგანიზატორი ვინც იყო, ყველა დაკავებულია, ახლა საუბარია იმათზე, ვინც უშუალოდ შტურმი მიიტანა პრეზიდენტის რეზიდენციაზე. ესენი არიან ახალგაზრდულ-ექსტრემისტული გაწვრთნილი დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ კონკრეტული დავალება, მიეტანათ შტურმი სახელმწიფოზე, თუმცა ეს შტურმი გამოდგა წარუმატებელი“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1759773117

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად

 ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. ეს აზიანებს ევროკავშირის იდეას. თვითდაზიანების პროცესში არიან, - ამის შესახებ რეგიო...

ქადაგიშვილი

1759769862

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ანიტა ჰიპერის განცხადებაზე: როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი - აკერმანის სახელმძღვანელოდან

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება, ევროკომისიის პრესსპიკერის ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ე...

შალვა პაპუაშვილი

1759766252

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა

 რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პა...

შალვა პაპუაშვილი

1759765859

ახალი ამბები

კასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა

 კასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა. არსებული ცნობით, ბავშვს დაზიანება ხელის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო,...

პოლიცია, ლენტი

1759765395

ახალი ამბები

პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმა

 საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....

პროკურატურა