პრემიერი: ვერ არყევენ ხელისუფლებას, 10 არჩევნები წააგეს, 5 რევოლუცია მარტო 4 წელიწადში ჩაუვარდათ, ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რამენაირად მუდმივი პრობლემა შეუქმნან ქვეყანას

რევოლუციის მოწყობის მცდელობის მიზნით ფინანსებოდა - პარტიები, ე.წ. მედია. ე.წ. „ენჯეოები“ და ახლა უკვე გადავიდნენ მუშაობის უხეშ სპეცსამსახურულ მეთოდზე, როდესაც ხდება უსახელო აგენტურული ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ესენი არიან ახალგაზრდული, ექსტრემისტული დაჯგუფებები - დაახლოებით 500 ადამიანი.
„ისინი არ არიან მრავალრიცხოვანი, ჯამში, ეს ყველაფერი, მთელი ეს აგენტურული, ექსტრემისტული ერთობა შეადგენს, დაახლოებით, 500-მდე ადამიანს, მეტნი არ არიან, მაგრამ აგრესიული ქმედებებისთვის, რაღაც დონეზე, ესეც საკმარისია.
თქვენ ხედავთ, რომ 300 დღის განმავლობაში, თუ რამდენიც არის, ერთი წლის განმავლობაში, არ ასვენებენ ამ ქვეყანას და ამას აკეთებს ერთი და იგივე 500 კაცი როტაციით. სხვათა შორის, 26 ოქტომბერს, უკვე არჩევნების ღამეს დაიწყო ეს აქციები, თვითონ არ მოსწონთ ამის გახსენება, ამბობენ, რომ, თითქოს, 28 ნოემბერს დაიწყო ყველაფერი. მთელი ეს აქციები, ქუჩების გადაკეტვა - გმირთა მოედნის გადაკეტვა, მელიქიშვილი, ჭავჭავაძე და ა.შ.
დაიწყო 26 ოქტომბერს უწყვეტად. ხან 50 კაცი გამოდის, ხან 100, ხან 150, მათი უმეტესობა არის დახელფასებული აგენტი. ზოგმა შეიძლება იცის, რომ ვიღაც კონკრეტულის აგენტია, ზოგმა არა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იმსახურებს ოდნავ თანაგრძნობასაც კი, იმიტომ რომ რეალურად, ყველას, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით, 100 კაცით რომ კეტავენ ქუჩას, გაცნობიერებული აქვს, რომ 100 კაცი ძალადობს 4 მლნ ადამიანზე. ამას ხომ აცნობიერებენ და ამას რომ აცნობიერებ და აკეთებ, როგორ შეიძლება შენ თანაგრძნობას იწვევდე.
გამორიცხულია, ჩვენ არ გვაქვს არავითარი თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. მათ, დღეს, აქვთ ერთადერთი დავალება. ხომ ნახა ყველამ, რომ ვერ არყევენ ამ ხელისუფლებას - 10 არჩევნები წააგეს, 5 რევოლუცია მარტო 4 წელიწადში ჩაუვარდათ, შანსი არ აქვთ, ამას ხედავენ და ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რამენაირად მუდმივი პრობლემა შეუქმნან ქვეყანას.
ეკონომიკა თუ იზრდება 8 %-ით იქნებ მოახერხონ და 7.5%-ით გაიზარდოს, იქნებ მოაკლდეს ეს რესურსი ჩვენს ეკონომიკას და ჩვენს თანამოქალაქეებს. მეტი დავალება მათ არ აქვთ, ეს არის უცხოური სპეცსამსახურები“,- განაცხადა პრემიერმა.
1759773117
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად
ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. ეს აზიანებს ევროკავშირის იდეას. თვითდაზიანების პროცესში არიან, - ამის შესახებ რეგიო...
1759769862
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ანიტა ჰიპერის განცხადებაზე: როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი - აკერმანის სახელმძღვანელოდან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება, ევროკომისიის პრესსპიკერის ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ე...
1759766252
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა
რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პა...
1759765859
ახალი ამბებიკასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა
კასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა. არსებული ცნობით, ბავშვს დაზიანება ხელის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო,...
1759765395
ახალი ამბებიპროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმა
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....