ირაკლი კობახიძე „ლელოზე“: დამხობის აქციას გაემიჯნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალადობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ასე ყველა გაემიჯნება

ერთადერთი, ვინც წინასწარ გაემიჯნა დამხობის აქციას და მცდელობას, იყო გახარიას პარტია, არავინ სხვა რადიკალური ოპოზიციიდან „ლელოს“ ჩათვლით, არ გამიჯვნია დამხობის აქციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ლელოს“, „ნაცმოძრაობის“ და „ახალის“ წარმომადგენლები პირდაპირ ამბობდნენ, რომ 20:00 საათამდე იქნებოდნენ არჩევნებზე და შემდეგ - დამხობის აქციაზე.
„გაემიჯნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძალადობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ასე ყველა გაემიჯნება. როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც ხედავს, რომ წააგო დამხობის აქციამ და მერე უცხადებს მხარდაჭერას. ეს მათ სახესაც აჩვენებს. ერთად გამოდიან მთელი ეს პერიოდი ეს ადამიანები, ცდილობენ ხელისუფლების დამხობას, პირზე აკერიათ მუდმივად რევოლუცია, გადატრიალება, ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ცვლილება. არჩევნები პლუს დამხობის აქციის მხარდაჭერა და იქ მიერთება და მერე იქ გაემიჯნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1759773117
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად
ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. ეს აზიანებს ევროკავშირის იდეას. თვითდაზიანების პროცესში არიან, - ამის შესახებ რეგიო...
1759769862
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ანიტა ჰიპერის განცხადებაზე: როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი - აკერმანის სახელმძღვანელოდან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება, ევროკომისიის პრესსპიკერის ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ე...
1759766252
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა
რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პა...
1759765859
ახალი ამბებიკასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა
კასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა. არსებული ცნობით, ბავშვს დაზიანება ხელის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო,...
1759765395
ახალი ამბებიპროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმა
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....