პრემიერი: სალომე ზურაბიშვილი, გუბაზ სანიკიძის შვილი, თინა ბოკუჩავა, ერთი ყალიბით დამზადებული უცხოელი აგენტები არიან

სალომე ზურაბიშვილი, გუბაზ სანიკიძის შვილი, თინა ბოკუჩავა, ერთი ყალიბით დამზადებული უცხოელი აგენტები არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მის განმარტებით, ეს ადამიანები ყოველგვარი დათქმის გარეშე მივიდნენ აქციაზე და ვირთხებივით გაიპარნენ გემბანიდან პირველები, როდესაც აქცია ჩავარდა.
„სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში შესასვლელად. შემდეგ, წაგებულზე გაემიჯნა. როგორც გემბანიდან გარბიან პირველი ვირთხები, ასე გაიქცა ზუსტად. სალომე ზურაბიშვილი, გუბაზ სანიკიძის შვილი, თინა ბოკუჩავა, ერთი ყალიბით დამზადებული უცხოელი აგენტები არიან.
გამოცხადდა დამხობის აქცია და ყოველგვარი დათქმის გარეშე სალომე ზურაბიშვილი მივიდა დამხობის აქციაზე. ეს ადამიანები ყოველგვარი დათქმის გარეშე მივიდნენ აქციაზე. ხომ შეიძლება, დათქმა მაინც გაეკეთებინათ, რომ კი, დამხობის აქცია გამოცხადდა, მაგრამ ძალადობა თუ იქნება, მერე გავემიჯნებით. დათქმის გარეშე შეუერთდნენ დამხობის აქციას, ძალადობაზე ორიენტირებულ აქციას და როცა ჩავარდა ძალადობა, მაშინ გაემიჯნენ. ასე ყველა გაემიჯნება, მით უმეტეს, თუ „ნაცი“ ხარ.
„ნაცს“ ხომ ღირსება არ აქვს. თანაგუნდელის გაწირვაც არის „ნაცის“ სახე. ასე აჩვენეს საკუთარი სახე. ხალხმა თავი მაინც გაწირა, არავითარ თანაგრძნობას არ იმსახურებენ არც ბურჭულაძე, არც ზოდელავა და სხვები, მაგრამ, იმათ რაღაც ნაბიჯი მაინც გადადგეს, მაგრამ ესენი ვირთხებივით გაიპარნენ პირველივე გემბანიდან, როცა ნახეს, რომ გემი იძირებოდა.
ყველა იქ მისულ ადამიანს თანაბრად ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა იმ სამარცხვინო ძალადობაზე, რაც მოხდა. ეს ადამიანები მივიდნენ ოფიციალურად დამხობის აქციაზე. დამხობა არ არსებობს ძალადობის გარეშე.
დათქმის გარეშე მივიდნენ დამხობის აქციაზე, ანუ ძალადობრივ აქციაზე და ვირთხებივით გაიპარნენ გემბანიდან პირველები, როდესაც ჩავარდა აქცია. პირდაპირ თავდასხმა დაუწყეს ბურჭულაძეს, ზოდელავას და სხვებს. მართლა შეგეცოდება რაღაც კუთხით ეს ადამიანები, პირველი რომ გიღალატებს გვერდით მდგომი.
ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ დამხობის აქციას შეუერთდნენ და ხუთ წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ, ეს არის „ნაცის“ სახე, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული. ხოშტარია სად დაიმალა? ყველა გაემიჯნა უცბად“, - განაცხადა პრემიერმა.
1759773117
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად
ჯერჯერობით ევროკავშირის გარკვეული წარმომადგენლები არ არიან მზად საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად. ეს აზიანებს ევროკავშირის იდეას. თვითდაზიანების პროცესში არიან, - ამის შესახებ რეგიო...
1759769862
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ანიტა ჰიპერის განცხადებაზე: როცა არ გაქვს არგუმენტი, დაუძახე ოპონენტს რუსი - აკერმანის სახელმძღვანელოდან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება, ევროკომისიის პრესსპიკერის ანიტა ჰიპერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას ე...
1759766252
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა
რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ახლა დაგმობა საკმარისი აღარ არის, მათაც უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პა...
1759765859
ახალი ამბებიკასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა
კასპში 12 წლის ბავშვი თანატოლმა დაჭრა. არსებული ცნობით, ბავშვს დაზიანება ხელის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული. სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო,...
1759765395
ახალი ამბებიპროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება დაუმძიმა
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....