ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატები გვადანაშაულებენ ჩვენ რაღაც გამოგონილ თემებში, აბსოლუტურად უაპელაციოდ, აღქმებზე დაყრდნობით და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა

ევრობიუროკრატები გვადანაშაულებენ ჩვენ რაღაც გამოგონილ თემებში, აბსოლუტურად უაპელაციოდ აღქმებზე დაყრდნობით და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას.
ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და გეკა გელაძის როლს სახელმწიფოს გამჭვირვალე, ეფექტურ მუშაობაში კორუფციის წინააღმდეგ.
„როდესაც ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა სულ რამდენიმე კვირის წინ, რომელიც ფაქტებსა და კონკრეტულ მოცემულობას ეფუძნება, საქართველო დაასახელეს ტოპ 20 ქვეყანაში შემდეგი მიმართულებებით: „კანონის უზენაესობა და სასამართლო“, „დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი“, „მიმზიდველი გარემო ინვესტორებისთვის“, „ეფექტური და შორსმჭვრეტელი მთავრობა“, „ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები“, „დანაშაულის კონტროლის ეფექტურობა“ და აქ მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ოცეულში კი არა, სამეულში აღმოვჩნდებით. ბატონი გეკა გელაძე რომ შეუდგა საქმიანობას, თქვენ ხედავთ, თუ როგორი დაუნდობელი ბრძოლა არის გამოცხადებული ორგანიზებული დანაშაულის, ნარკორეალიზატორების და ზოგადად კრიმინალის წინააღმდეგ, ასევე ტოპ 20 ქვეყანაში დაგვასახელეს კორუფციის სიმცირის კუთხით და აქაც ვპირდები ჩვენს საზოგადოებას, რომ სულ რამდენიმე ტოპ სამ ქვეყანაში აღმოვჩნდებით. როდესაც ირაკლი კობახიძემ დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ყველა სახელმწიფო განკარგულება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, შეიქმნა სახელმწიფო ეფექტურობის დეპარტამენტი , რომელიც კორუფციის აღმოფხვრაზე მუშაობს, გაძლიერდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ბატონი მამუკა მდინარაძე გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, სადაც შედის ანტიკორუფციული ბიურო და ხედავთ, როგორი დაუნდობელი ბრძოლა არის გამოცხადებული კორუფციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1760527616
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ვერასდროს მოერევი ქართველი ადამიანის ხედვასა და არჩევანს, რომელიც მშვიდობისა და უკეთესი მომავლისკენ არის მიმართული
„4 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ადამი...
1760525026
ახალი ამბებიმტკვარში კაცის ცხედარი იპოვეს
თბილისის მიმდებარედ, მტკვარში, ათი დღის წინ დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის კაცმა მდინარეში შევიდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდ...
1760524375
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თვითმმართველობა დღეს განვითარების საკმაოდ მაღალ ეტაპზეა
„4 ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ქვეყანამ აირჩია თვითმმართველობის ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირი, უშუალო კავშირი გააჩნია თითოეულ მოქალაქესთან“,- განაცხადა რეგიონული პო...
1760523440
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია - მივმართავ ევრობიუროკრატებს: როდემდე უნდა გააგრძელოთ ჩვენი საზოგადოების და სუვერენული ქვეყნის შეურაცხყოფა, რასაც თქვენ ასე უტიფრად ახორციელებთ?
„მივმართავ ევრობიუროკრატებს: როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენივე ხელით იმ ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებების ძირის თხრა, რისი სახელითაც გვესაუბრებით? როდემდე უნდა გააგრძელოთ ეს დესტრუქცია? როდემდე უ...
1760522610
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმა ნიშნავს რომ ხმა მისცე საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს
„მგონი ევრობიუროკრატებმა ჩვენი ერის ისტორია, ხასიათი და იდენტობა არ იციან. ქართველებმა დაახლოებით 17 საუკუნის წინ მოვახდინეთ იდენტიფიცირება ჩვენს სულიერ თავგადასავალთან და ჩამოყალიბდა ჩვენი იდენტობა....