მამუკა მდინარაძე: არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ
არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ეს არის მხოლოდ პიარკამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნა სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა.
„სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ. აქედან გამომდინარე, ირიბი მტკიცებულების არქონის შემთხვევაშიც კი გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, რომ ვინმეზე გავიდეს, ეს არის მხოლოდ პიარკამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც არ ესიამოვნათ სახელმწიფოს მხრიდან სწორი მიდგომა. ამ საქმეში რომ იყოს დამკვეთი და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, არ შევიკავებდით თავს. ჩვენ გვაქვს ბოლო პერიოდში ამისი პრაქტიკა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების დაკავების, სადაც დანაშაულის ნიშნები იყო და როცა დანაშაულია სახეზე, ვერავინ დაგვაბრალებს, რომ რაიმეს ვერიდებით. აქედან გამომდინარე, თუ იქნება ერთი მტკიცებულება, იმ ერთ მტკიცებულებას გაჰყვებიან სამართალდამცველები, მაგრამ თუ ასეთი არ იქნება, პიარკამპანიის ფონზე და საფუძველზე ამას ვერავინ გააკეთებს. როგორც ჩანს, ამაზე მტკიცებულებებიც მიუთითებენ, ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. ამას რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი, პირობითად, არ იქნებოდა ერთი დაზარალებული ჟურნალისტი. ჩვენ მივყვებით რეალობას, სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან რეალობას და არა პიარკამპანიას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1778239587
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე - სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას
„საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარკამპანიის ეს „მესიჯური“ ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის გამომდინარე იქიდ...
1778239446
ახალი ამბებითბილისის მერი 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა
თბილისის მერი კახა კალაძე „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა. ბატონი რეზო პროფესიით ექიმი თერაპევტია, რომელიც თავის პროფესია...
1778239305
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ და მათი „ენჯეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე
„ნაცმოძრაობა“ და მათი „ენჯეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ დ...
1778239225
ახალი ამბებიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალ...
1778238799
ახალი ამბებისაპატრიარქოს ცნობით, 11 მაისს სამების ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დღესთან დაკავშირებით მასმედიის საშუალებებისთვის განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, 11 მაისს სამ...































