თბილისის მერი 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა
თბილისის მერი კახა კალაძე „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა.
ბატონი რეზო პროფესიით ექიმი თერაპევტია, რომელიც თავის პროფესიას 54 წლის მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურა. უყვარს ლიტერატურა და დღემდე ყოველდღიურად კითხულობს წიგნებს. კახა კალაძემ იუბილარს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი შრომისთვის და კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
„დიდი პატივია დღეს თქვენს ოჯახში სტუმრობა და 100 წლის იუბილეს მოლოცვა. თქვენი მრავალწლიანი საქმიანობა და შრომა ფასდაუდებელია. ჩვენი მხრივ ვეცდებით, მაქსიმალურად გვერდით დაგიდგეთ. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის, გისურვებთ კიდევ დიდხანს სიცოცხლეს!“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავად რეზო აბესაძემ თბილისის მერს ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის მთავარი საიდუმლო საყვარელი საქმის კეთება და მუდმივი შრომაა.
„100 წელიწადი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარია. ერთ საუკუნეს ბოროტი ადამიანი ვერ მიაღწევს, სიკეთე უნდა აკეთო ცხოვრებაში. სიბერე ცუდია, მაგრამ რომ არ დაბერდე, უფრო ცუდია. შრომა არის მთავარი, თუ არ შრომობ, ახალგაზრდაც მკვდარი ხარ. დიდი მადლობა დაფასებისთვის. ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ მოსახლეობის დაფასებაა, რომ ხანდაზმულ ადამიანებს პატივს სცემთ. ბატონო კახა, მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. გისურვებთ, ბევრი კარგი საქმე გეკეთებინოთ და ჩემსავით 100 წელიწადისთვის გადაგებიჯებინოთ“,- აღნიშნა რეზო აბესაძემ.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში რეზო აბესაძეს 10 000 ლარი ჩაერიცხება.
დედაქალაქის მერთან ერთად იუბილართან სტუმრად იმყოფებოდა თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი.
1778239659
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ
არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, -...
1778239587
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე - სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას
„საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარკამპანიის ეს „მესიჯური“ ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის გამომდინარე იქიდ...
1778239305
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ და მათი „ენჯეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე
„ნაცმოძრაობა“ და მათი „ენჯეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ დ...
1778239225
ახალი ამბებიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალ...
1778238799
ახალი ამბებისაპატრიარქოს ცნობით, 11 მაისს სამების ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დღესთან დაკავშირებით მასმედიის საშუალებებისთვის განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, 11 მაისს სამ...































