მამუკა მდინარაძე „კამიტის საქმეზე“: აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, ამბობდნენ, რომ წყალში გამხსნელი ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა
„როდესაც პირადად მე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში, იმდენად მაღალი იყო აბსურდულობის ხარისხი, რომ მე გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა „კამიტის საქმეზე“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქმის გამოძიების დროს პარადოქსული ნიუანსები აღმოჩნდა.
„აბსურდულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი. როდესაც პირადად მე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები გაერკვნენ დეტალებში, იმდენად მაღალი იყო აბსურდულობის ხარისხი, რომ მე გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა ამ საქმეზე. კამიტზე თავადაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლებოდა სერიოზულად საუბარი. კამიტის შემდგომ ამბობდნენ, რომ არა კამიტი, მაგრამ ტრიქლორეთილენი იყო ის ნივთიერება, რომელიც ასევე მათი თქმით იყო აკრძალული ცალკეულ ქვეყნებში და ეს იქნა გამოყენებული.
წავაწყდით ასეთ პარადოქსულ ამბავს, რომ არც ერთს მათ შორის, არც ჟურნალისტს, არც NGO-ს წარმომადგენელს, არც BBC-ის და ა.შ. ვინც ამაზე აპელირებდა, როგორც აღმოჩნდა, „დაგუგლული“ და „დასერჩილიც“ კი არ ჰქონდა ამის შესახებ, რადგან ბოლოს აღმოჩნდა, რომ ტრიქლორეთილენი უბრალოდ წყლაშიც კი არ ერევა. მისი სიმკვრივე, ელემენტარული ქიმია თუ ვინმემ იცის, აღმოჩნდა უფრო მეტი, უფრო მკვრივი აღმოჩნდა ეს ნივთიერება და წყალში გახსნის შედეგად ჩადის ქვემოთ და უბრალოდ, წყალშიც არ ერევა.
ამის ფონზე ამბობდნენ ასეთ ფრაზებს და წინადადებებს, რომ წყალში გამხსნელი ტრიქლორეთილენი თითქოს იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა. ასეთი პარადოქსული ნიუანსები აღმოჩნდა იქ გამოძიების დროს და ჩვენ მაშინ უმოკლეს ვადაში დავადგინეთ, რომ ამაზე სერიოზული მსჯელობა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ეს დავასკვენით იმ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ამიტომ იყო ქართული სახელმწიფოს თამამი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ დაბრალებას გავასაჩივრებდით ყველა საერთაშორისო დონეზე და დარწმუნებული ვართ დეტალებისა და მტკიცებულებების სიზუსტით, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე მივაღწევთ უდავო წარმატებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1778239587
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე - სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას
„საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარკამპანიის ეს „მესიჯური“ ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის გამომდინარე იქიდ...
1778239446
ახალი ამბებითბილისის მერი 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა
თბილისის მერი კახა კალაძე „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა. ბატონი რეზო პროფესიით ექიმი თერაპევტია, რომელიც თავის პროფესია...
1778239305
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ და მათი „ენჯეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე
„ნაცმოძრაობა“ და მათი „ენჯეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ დ...
1778239225
ახალი ამბებიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალ...
1778238799
ახალი ამბებისაპატრიარქოს ცნობით, 11 მაისს სამების ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დღესთან დაკავშირებით მასმედიის საშუალებებისთვის განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, 11 მაისს სამ...































