ნინო წილოსანმა და გელა სამხარაულმა „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ კანონის აღსრულების საკითხზე შეხვედრა გამართეს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ კანონის აღსრულების საკითხზე შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს, სავაჭრო ქსელის „კარფურის“, ორგანიზაცია FAO-ს და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ენკენიას“ წარმომადგენლები, ასევე პროცესში ჩართული მეწარმეები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომხმარებლისთვის პროდუქტის მიწოდებამდე მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ნადგურდება, რის გამოც ხაზი გაესვა კანონის სრულფასოვანი ამოქმედების აუცილებლობას.
ამასთან, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ სურსათის ნარჩენების შემცირებას მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ეფექტი აქვს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში, აღნიშნული პროდუქტი ნაგავსაყრელებზე ხვდება და გარემოს დაბინძურებას იწვევს.
შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ კანონთან დაკავშირებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
1772640881
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლება და საელჩოები ყველაფერს აკეთებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხაზზე საქართველოს მოქალაქეებთან და ამ შემთხვევაში, ვერ მივიღებთ ვერანაირ კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ნიშნით ხდება მოქალაქეების შერჩევა
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში იმ ქვეყნებიდან, სადაც ფრენები შეფერხებულია....
1772637859
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ახალ ძალას და ახალ მნიშვნელობას იძენს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის...
1772636283
მსოფლიოაშშ-ის თავდაცვის მდივანი ირანში მიმდინარე ოპერაციაზე: ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს, პროცესი კვლავ „ადრეულ“ ეტაპზეა - ამავდროულად, მან...
1772634643
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საელჩოების მხრიდან მაქსიმალური კომუნიკაციაა საქართველოს მოქალაქეებთან, ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი უსაფრთხო გზებით მოვახვედროთ სამშობლოში. იმედი მაქვს, დღევანდელი რეისიც ისეთივე მშვიდობიანი იქნება, როგორიც გუშინდელი
წუხილით ვადევნებთ თვალს, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და ბევრ ქვეყანაში. მიმდინარე მოვლენების ფონზე საჰაერო სივრცე არაერთ ქვეყანაში დაიხურა და შეიქმნა გადაადგილების და მგზავრობის შეფერხებები,...
1772634204
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ჩვენ ოპონენტები არ გვყავს - ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპონენტები არიან და ებრძვიან საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას
ჩვენ ოპონენტები არ გვყავს - ეს ადამიანები საქართველოს სახელმწიფოებრიობის ოპონენტები არიან და ებრძვიან საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის...






























