მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ და მათი „ენჯეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე

„ნაცმოძრაობა“ და მათი „ენჯეოები“ უნდა ჩამოყალიბდნენ, დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ, გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე, საუბრობენ, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის თითქოს სადღაც ამ კომპეტენციის ფარგლებში“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როდესაც ცალკეული უფლებამოსილება მისი დავალებით ენიჭება მასთან ერთად განსახორციელებლად კონკრეტულ თანამდებობის პირს, ეს არ შეიძლება, არც კლასიკური, არც თეორიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით იმ ლოგიკის განვითარების საფუძველს იძლეოდეს, რომელსაც ავითარებს ჰაერიდან მოტანილად ერთ-ერთი „ენჯეო“ ორგანიზაცია.

„რაღაც გადაჭარბებულ ძალაუფლებაზე საუბრობენ და ა.შ. ჯერ „ნაცმოძრაობა“ და მათი ეჯნეოები უნდა ჩამოყალიბდნენ დამაწინაურეს თუ დამაქვეითეს და მერე უნდა ვილაპარაკოთ ამ თემებზე. უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, არსად არის მითითებული იმის შესახებ, რომ მე მაგალითად უნდა ვუხელმძღვანელო პროკურატურას, როგორც ისინი ირიბად მიუთითებენ, უნდა ვუხელმძღვანელო აუდიტის სამსახურს.

კოორდინაცია, კომუნიკაცია, მსგავსი ფუნქციები არ გულისხმობს ვინმეს ხელმძღვანელობას მაინცდამაინც. ეს სხვა სფეროში შესაძლებელია გამომდინარეობდეს პრემიერის უფლებამოსილებიდან და მის მიერ მინიჭებული დელეგირებული უფლებამოსილებიდან, რომ ვიცე-პრემიერმა განახორციელოს ის უფლებამოსილება მისი კომპეტენციის ფარგლებში რაც მას გააჩნია.

გადაჭარბებულ უფლებამოსილებაზე როცა საუბრობენ, უფრო მეტი კონცენტრაცია არის პრემიერ-მინისტრის ხელში, მაშინ პრემიერის ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს საერთოდ - არასერიოზულია. რამდენად არასერიოზული ფრაზებით მოგვიწია ჩვენ საწინააღმდეგო არგუმენტის წარდგენა.

აქედან გამოდის ის ლოგიკა, რომ არასერიოზულია ასეთი მსჯელობა. როდესაც ცალკეული უფლებამოსილება მისი დავალებით ენიჭება მასთან ერთად განსახორციელებლად კონკრეტულ თანამდებობის პირს, ეს არ შეიძლება, არც კლასიკური, არც თეორიული და არც პრაქტიკული თვალსაზრისით იმ ლოგიკის განვითარების საფუძველს იძლეოდეს, რომელსაც ავითარებს ჰაერიდან მოტანილად ერთ-ერთი ენჯეო ორგანიზაცია. გუშინდლამდე მათი პიარკამპანია სხვანაირად იყო, თითქოს რაღაც ფორმალური თანამდებობა იყო მხოლოდ და დღეს უკვე გადაეწყვნენ სხვა მესიჯზე, საუბრობენ, რომ გადაჭარბებული უფლებამოსილებები არის თითქოს სადღაც ამ კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778239659

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ

არც ერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ ვინმე აძლევდა დავალებებს სპეცრაზმელებს იმის შესახებ, რომ მათ ვიღაცისთვის ზიანი მიეყენებინათ და ეცემათ, -...

მამუკა მდინარაძე

1778239587

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე - სასამართლომ უტყუარობის მაღალი პრინციპითა და ხარისხით დაადასტურა, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, იმ დღეს ქვეყანა გადარჩა ძალიან დიდ უბედურებას

„საქართველოს სიყვარული არ უნდა გამოხატონ ქვეყნის არევასა და დამხობაში, ეს არასერიოზული მსჯელობაა მათი მხრიდან და პიარკამპანიის ეს „მესიჯური“ ნარატივი თავიდანვე განწირულია წაგებისათვის გამომდინარე იქიდ...

მამუკა მდინარაძე

1778239446

ახალი ამბები

თბილისის მერი 100 წლის ექიმ თერაპევტს რეზო აბესაძეს სტუმრობდა

თბილისის მერი კახა კალაძე „100 წლის მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დღეს 100 წლის რეზო აბესაძეს ესტუმრა. ბატონი რეზო პროფესიით ექიმი თერაპევტია, რომელიც თავის პროფესია...

თბილისის მერი

1778239225

ახალი ამბები

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალ...

პროკურატურა

1778238799

ახალი ამბები

საპატრიარქოს ცნობით, 11 მაისს სამების ტაძრის ეზოში დაშვებული იქნებიან მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები, მათთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური სივრცე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების დღესთან დაკავშირებით მასმედიის საშუალებებისთვის განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, 11 მაისს სამ...

სამების ტაძარი