სააკაშვილი გიგა ლემონჯავაზე: მისი ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, სიცრუეს ავრცელებს

„გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მან „დროას“ წევრი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ გიგა ლემონჯავას და ზოგიერთ სხვას აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ სააკაშვილი კვლავ ლიდერია. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს იმასაც, რომ ლემონჯავას კატეგორიის ხალხს პოლიტიკოსად არავინ აღიარებს.

„ეს რომ მტკნარი სიცრუეა, ძალიან ადვილი შესამოწმებელია ჩემი ყველა პოსტის და საჯარო განცხადების ნახვით. მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი - პრობლემა ის კი არაა, რომ მე თავს ლიდერად ვაცხადებ - ლიდერს ხალხი ასახელებს და ისტორია ადასტურებს, არამედ ის, რომ ლემონჯავა და ზოგიერთ სხვას მართლა მივაჩნივარ ლიდერად და ეს ფაქტი მათ სასტიკად აღიზიანებთ და ფიქრობენ - რა სულ მიშა, რით ვერ დადგა ჩვენი დრო? სინამდვილეში მიმაჩნია, რომ ალიანსს ჰყავს თავისი გამოკვეთილი ლიდერები, ნაცმოძრაობას ხომ მთელი თანავარსკვლავედი ( ძირითადად ციხეში).

მაგრამ არსებობს ლემონჯავას კატეგორიის ხალხი, რომლებიც გაჭედილია იმიტომ, რომ თვითონ კი მიაჩნიათ თავი პოლიტიკოსად, მაგრამ მათ გარშემო არავინ აღიარებს ამას და ამ ამბავს საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებენ, ხოდა ისევ „არ დავუშვებთ მიშას ერთპიროვნულ ლიდერად გამოცხადებას!“ აწვებიან. ნუ, ჩემი აზრით ამას მალე დაემატება „მიშა გადადექი“-ც.

გადავწყვიტე აწი არავის არცერთი ტყუილი არ შევარჩინო და იმავესკენ მოგიწოდებთ თქვენც. ენის მოჩლექის დრო ნამდვილად არ გვაქვს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776878438

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში არტურ გებალთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და...

გივი მიქანაძე

1776876514

ახალი ამბები

საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად 22 აპრილს, ვენაში...

საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვი

1776875226

ახალი ამბები

საპატრიარქო - 40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს. „შაბათს, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება, რაც მისი უ...

საპატრიარქოს შენობა

1776874587

ახალი ამბები

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის და კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომა...

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცი

1776871127

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: მჯერა, რომ აჭარაში დაწყებული პროექტები და ინიციატივები აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით განხორციელდება

სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს, პარტია „ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ერთობლივი და დაუღალავი შრომ...

სულხან თამაზაშვილი