ტირილით ნამღერი ქართული იავნანა - ემიგრანტი ძიძის ისტორია

ემიგრანტის წერილი, რომელიც ძიძად მუშაობს, მკითხველს გულგრილს ვერ დატოვებს. გთავაზობთ ქართველი ემიგრანტი ქალბატონის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში, “ემიგრანტ ქალთა მოძრაობა "ჩემი სახლი“-მ გამოაქვეყნა.

“პატარას არ სძინავს, ჭირვეულობს და ველოდები ქალბატონს, როდის გამოვა ბავშვის ოთახიდან და მეტყვის, რომ თავისუფალი ვარ!
თან მონდომებით ვუსურვებთ ერთმანეთს ღამე მშვიდობისას, თითქოს ერთმანეთზე ამოგვდიოდეს მზე და მთვარე!...
- ევა! - გამოგლიჯა ბავშვის ოთახის კარი ქალბატონმა.
- დიახ!
- უმღერე რამე, იქნებ დაიძინოს! - შემომაჩეჩა აღნავლებული პატარა.
- მე?!... ქალბატონო, სულ ორი დღის მოსული ვარ, ბავშვი შეჩვეულიც არ არის... - დავიბენი... - და რა ვუმღერო?!...
- რამე... - ამიქნია ხელი ბავშვის ღნავილით თავმობეზრებულმა - რამე... ნანურიზმა?!...
- ნანურიზმა?!... ჯერ ენაც არ ვიცი, ქალბატონო!...
- ხომ უნდა დააძინო?! - გადმომიბრიალა თვალები - აბა, მაჩვენე როგორ შეძლებ!
ატატებული ბავშვი ოთახში შევიყვანე... დავუყვავე, დავუნანავე, ჩავიხუტე და მივეფერე!...

პატარას რძის სუნი ასდიოდა, მშობლიური და ჩემი! (ყველა დედის კუთვნილებაა ეს სუნი!)...
ისე მომინდა ჩემი შვილები, ისე მომინდა!...
„ჩემი საცოდავი ბავშვები, სხედან უშუქოში ალბათ, ნატრობენ დედას... მამა უკითხავს ზღაპრებს! (ესაა ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, რაც შემიძლია მათზე ვიფიქრო ახლა!) მაგრამ თუ გავყვები ფიქრებს, იქნებ შიათ კიდეც!... იქნებ ეძინებათ და ვერ იძინებენ!...
იქნებ ამ პატარასავით უმიზეზოდ ჩხავიან!..."
- დაიძინე, გენაცვალე!...-წავუღიღინე ბავშვს ...- დაიძინე, პაწაწინავ!... დაიძინე ცის ვარსკვლავო!...- სიტყვები თავისით მოდიოდა - დაიძინე ანგელოზო!... ია-ვარდი დაგეფინოს!.. მარტო არ ხარ, შენთანა ვარ... გეფერები!... - თან შუბლზე ხელს ვუსვამდი და გულიდან ამოხეთქილ სიტყვებს ვღიღინებდი...- ნანი, ჩემო ანგელოზო!... რომ არ
ვიცი რისთვის ტირი! აბა, როგორ განუგეშო!
ახლა ნანი გინდა მხოლოდ, ანგელოზთან იგალობე... დაიძინე , ანგელოზო!... - და ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა...
დაიძინა...
ცოლ-ქმარი სამზარეულოს კართან მიცდიდა, სასმენი აპარატით (როგორც ეტყობა თავიდან ბოლომდე აყურადეს ბავშვის დაძინების პროცესს. რამდენად კმაყოფილები დარჩნენ, არ ვიცი!...)
- ქართულად? - მესროლა ქალმა ერთადერთი სიტყვა მხრების აჩეჩვით.
- ღამემშვიდობისა! - ჩავიბურტყუნე ნამტირალევი ხმით და ქვედა სართულზე დავეშვი...
სასწრაფოდ ჩავალაგე ტანსაცმელი...
გოგონებისგან გაგონილი მქონდა, რომ ბავშვებთან მუშაობა შენს დარდს გავიწყებს და შენი შვილების მონატრებას გიქარწყლებსო...
მაგრამ ამ ეტაპზე მე ამისთვის მზად არ ვიყავი!...
სხვაგან უნდა მეცადა ბედი...“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 „ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული... ოთხი წლის ბავშვით ხელში... უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ისტორია

📌 როგორ ვიშოვოთ სამსახური იტალიაში? - სასარგებლო და სახალისო რჩევები ემიგრანტისგან

📌 რამდენიმე დღის წინ შეტყობინება მივიღე, ემიგრანტი ქალბატონი შველას ითხოვდა - „ჩემი მეგობარი სიფრთხეშია, უშველეთ“

📌 “კარი გამოვაღე და ჩემ წინ ექვსი წლის უნახავი შვილი იდგა, ყველას გისურვებთ ასეთ ბედნიერ ახალ წელს” - ემიგრანტის წერილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791656831

საზოგადოება

გიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...

გიორგი პატარიძე

1791654989

ახალი ამბები

თბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია

თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

ხანძარი ლიკვიდირებულია

1791654431

საზოგადოება

რატომ გახდა საჭირო მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის განმარტება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განმარტა, რატომ გახდა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა საჭირო. როგორც პატარიძემ აღნ...

გიორგი პატარიძე

1791653970

საზოგადოება

პაატა სალია: სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

„სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება და სახალხო დამცველის აპარატმა მიიჩნია, რომ იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა იუსტიციი...

პაატა სალია

1791653374

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...

დონალდ ტრამპი