იტალიაში ხვალ ეპიფანია აღინიშნება

ეპიფანია, იგივე თეოფანიას დღესასწაულს იტალიაში ქრისტეს შობიდან მე-12 დღეს, 6 იანვარს აღნიშნავენ.

იტალიის თითოეულ რეგიონს ამ დღის აღსანიშნავად თავიანთი ადათ-წესები და ტრადიციები აქვთ. თითქმის ყველა ოჯახში სუფრაზე ტკბილეულობით სავსე თასი შეგხვდებათ, შეხვდებით ასევე ბუხარზე ჩამოკიდებულ ტკბილეულით სავსე წინდასაც.

5 იანვრის საღამოს საათებში კოსტიუმირებული, სადღესასწაულოდ გამოწყობილი პატარები ჟრიამულით გვსტუმრობენ, რომლებიც აუცილებლად ტკბილეულით უნდა დავასაჩუქროთ.

ეპიფანიას დღესასწაულის წარმოშობა, პირველ რიგში ქრისტიანულ რელიგიას უკავშირდება. დასავლეთის ქრისტიანები, მათ შორის იტალიელი კათოლიკე ქრისტიანები ეპიფანიას დღეს, უმთავრესად აღნიშნავენ მოგვების სტუმრობას, ახალშობილი იესოს სანახავად. აღმოსავლეთ ქრისტიანებში, მათ შორის ჩვენთან, ახალი კალენდრის მიხედვით, 19 იანვარს იესოს ნათლისღებას იორდანეს მდინარეში აღვნიშნავთ.

იტალიაში, რელიგიურთან ერთად ამ დღის წარმომავლობა არაერთ ლეგენდას უკავშირდება. ბეფანა ეს იყო ხანდაზმული ქალი, რომელიც ცხოვრობს გამოქვაბულში. ჯადოსნური, მფრინავი ცოცხით ის ეშვება საკვამურებიდან რომ კარგ და დამჯერე ბავშვებს ტკბილეულობა მიუტანოს, ხოლო ცუდ ბავშვებს ნახშირი.

ამ დღისადმი მოგონებები ერთმა ხანდაზმულმა იტალიელმა ქალბატონმა გამანდო.  - ,,ბავშვებისთვის, ეს იმდენად დიდი დღესასწაული იყო, რომ მთელი წელი სულმოუთქმელად ველოდით. ყველას გვაინტერესებდა, რას მოგვიტანდა ბეფანა საჩუქრად. როდესაც ჩემი მშობლები წინა საღამოს ხმამაღლა საუბრობდნენ, მე მათ ვაჩუმებდი და ვეუბნებოდი რომ ხმადაბლა ესაუბრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბეფანა ჩვენთან არ მოვიდოდა და არც ტკბილეულობას დამიტოვებდა."

მეორე ლეგენდის მიხედვით ბეფანა, ხანდაზმული ქალი, ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე, სამ მოგვს შეხვდება და მათ გზა ჰკითხა. მოგვებმა უთხრეს რომ მათთან ერთად გაეგრძელებინა გზა, თუმცა უარი უთხრა. შემდეგ კი ინანა მათ რომ არ გაჰყვა. მოამზადა ტკბილეულით სავსე კალათა და მათი ძებნა დაიწყო. გზად შემხვედრ ბავშვებს ტკბილეულს სჩუქნიდა, იმ იმედით რომ მათ შორის პატარა იესოც იყო. ყოველ წელს აგრძელებს იგი მოგვების და იესოს ძებნას და ბავშვებს ტკბილეულით ასაჩუქრებს.

6 იანვარი, ეპიფანია, იტალიაში ეროვნული დღესასწაულია და უქმე დღედაა გამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიება იმართებოდა ეპიფანიას აღსანიშნავად და წელსაც მცირე, მაგრამ აუცილებლად გაიმართება სხვადასხვა სახის წარმოდგენები.

ExsclusivTv-ის რედაქცია ეპიფანიას დღესასწაულს ულოცავს ჩვენს კათოლიკე მეგობრებს.

ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-სთვის ემილია-რომანიადან

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 Super Green Pass-ის გარეშე იტალიაში ვეღარ იმუშავებ?!

📌 „ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული... ოთხი წლის ბავშვით ხელში... უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ისტორია

📌 ემიგრანტი იტალიიდან: “კოვიდი მაქვს, მაგრამ კარანტინში ვერ დავჯდები, ჩემს შვილებს შიათ"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792088757

ახალი ამბები

ვარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო

ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავლაბარში ხანძარი ლიკვიდირებულია

1792086808

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...

ირაკლი კობახიძე

1792085735

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან შეხვედრისას მიმოვიხილეთ პერსპექტიული საინვესტიციო პროექტები, მათ შორის სტუმარმასპინძლობის მიმართულებით

„არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრთან მიმოვიხილეთ ქვეყნებს შორის მიმდინარე ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარე...

ირაკლი ნადარეიშვილი

1792084456

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს აბდულა ბინ ტუქ ალ მარის შეხვდა. შეხვედრაზე...

მარიამ ქვრივიშვილი

1792081777

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის შესახებ: განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაძლიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ექსპორტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი...

მარიამ ქვრივიშვილი