ჯანმო: კორონავირუსის ახალი ვარიანტით გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება

მეცნიერები ამ დრომდე იკვლევენ, რამდენად სწრაფად ვრცელდება კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი".

ჯანმოს დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტით გარდაცვალების შემთხვევა არ ფიქსირდება.

ვირუსის ახალი შტამი არ დადასტურებულა შეერთებულ შტატებშიც, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ახალი ვარიანტის გამოვლენა შტატებში გარდაუვალი იქნება.

„თეთრი სახლის" ლიდერი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის.

„ვირუსის ახალ ვარიანტს ადრე თუ გვიან შეერთებულ შტატებშიც ვიხილავთ. თუ ხალხი აცრილი იქნება და პირბადეს ატარებს, ლოკდაუნის საჭიროება არ გვექნება. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა და საუკეთესო მედიკამენტები გვაქვს, გვყავს საუკეთესო მეცნიერები და ყოველდღე უფრო მეტს ვსწავლობთ. კორონავირუსის ახალ ვარიანტთან საბრძოლველად იმაზე მეტი საშუალება გვაქვს, ვიდრე ოდესმე გვქონია.

ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ მას. ვიცი დაიღალეთ ჩემგან ამის მოსმენით, მაგრამ საუკეთესო თავდაცვა ნებისმიერი ვარიანტის წინააღმდეგ სრულად აცრა და ვაქცინის ბუსტერ დოზაა. ჩვენ მზად ვართ ახალი ვაქცინების საჭიროების შემთხვევისთვისაც. ჩემი გუნდი მუშაობს ამ საკითხზე „პფაიზერის", „მოდერნასა" და „ჯონსონის წარმომადგენლებთან","- აცხადებს ჯო ბაიდენი. 

ასევე საინტერესოა:

🔵 რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა ვირუსის ახალი შტამი "ომიკრონი"

🔵 "ომიკრონის" გავრცელების გამო ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793092135

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ყველაფერი ძალიან მკაფიოა, ეს არ არის უბრალოდ საკონსტიტუციო პროცესი, ეს არის ხალხის მიერ იმ ძალების გასამართლება, რომლებმაც ქვეყანას მხოლოდ დამანგრეველი შედეგები მოუტანეს

„რადიკალური ოპოზიცია არის საკონსტიტუციო სასამართლოს და ხალხის სასამართლოს განსასჯელის სკამზე. იმ ქმედებების გამო, რასაც ეს არაკონსტიტუციური ძალები ამდენი წლის განმავლობაში თავს ახვევდნენ ქვეყანას და ხ...

ლევან მახაშვილი:

1793091298

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა....

საქართველო

1793090523

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მჯერა, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს

„მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარუ...

ირაკლი კირცხალია

1793089517

ახალი ამბები

სოპნენდუ მოჰანტი: შოთა რუსთაველი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წერდა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო, საქართველო ახლა სწორედ ამ ეტაპზეა, რაც უფრო გავცემთ, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკა

გლობალური ფინანსებისა და ტექნოლოგიების ქსელის (GFTN) ხელმძღვანელის სოპნენდუ მოჰანტის განცხადებით, საქართველოს ფინანსური სექტორის მომავალს ხელოვნური ინტელექტი, ტოკენიზაცია და კვანტური ტექნოლოგიები განს...

სოპნენდუ მოჰანტი

1793088014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე

სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ი...

ლევან მახაშვილი