მამუკა მდინარაძე აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება

„არის უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და იქ უნდა დაიცვა ბოლომდე. ბოლო თვეების განმავლობაში, კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს ემოცია, ამ შემთხვევაში, როგორც ხელმძღვანელის პოზიციიდან, ჩემი თანამშრომლის და ნებისმიერი სამართალდამცველის დაცვის ინსტინქტი კიდევ უფრო მძაფრად მაქვს, მქონდა და ყოველთვის მექნება, მაგრამ, როდესაც აშკარა დანაშაულს სჩადის, ამ შემთხვევაში ისევე მკაცრი უნდა იყო, რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც მკაცრი ხარ სხვა სამართალდამრღვევის და დამნაშავის მიმართ“, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცეპრემიერობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან კონკრეტული მაგალითის სახით მოიყვანა 2024 წლის აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან გამოვლენილი გადაცდომების შემთხვევები და პირობა დადო, რომ ასეთი ქმედებების პრევენცია მოხდება და მსგავსი საკითხებით უფრო მეტად დაინტერესდება.

„შეგვიძლია კადრები გავიხსენოთ, მათ შორის [2024 წლის მოვლენები], რომელიც ამ დღეებში გააქტუალურდა. ბევრი გვიფიქრია ამ თემებზე, ბევრი გვილაპარაკია და რომ არ დაგიმალოთ, ბევრი გვინერვიულია კიდევაც, როდესაც ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი. როდესაც ჟურნალისტს, როგორიც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს - რა მნიშვნელობა აქვს, ახლა კი არ ვამბობ, ბევრჯერ მითქვამს, ზუსტად ასე მილაპარაკია, მაგრამ ახლა, ჩემი კომპეტენცია, ახლანდელიც და ხვალინდელიც, მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, რომ შეიძლება ასეთი საკითხებით, უფრო მეტად დავინტერესდეთ, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე, როდესაც ჩემი კომპეტენცია მექნება და უფლებამოსილებაში შევალ, როგორც სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776887287

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა

„მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქ...

მამუკა მდინარაძე

1776885842

მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერი ზელენსკის პასუხობს: მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

მას შემდეგ, რაც ესტონელი პოლიტიკოსების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ უკრა...

ლიეტუვის პრემიერი

1776882691

ახალი ამბები

„პატრიარქი ილია II“ - გამოფენა ეროვნულ არქივში გაიხსნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავი...

პატრიარქი:

1776882448

ახალი ამბები

23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარ...

გზაგზაგზა

1776882377

ახალი ამბები

სააკაშვილი გიგა ლემონჯავაზე: მისი ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, სიცრუეს ავრცელებს

„გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული...

მიხეილ სააკაშვილი