მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა

„მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პრემიერი მინისტრის გადაწყვეტილებით ის კოორდინაციას გაუწევს ძალოვანი სისტემის საქმიანობას.

„რადგან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და პრემიერმა ასე ისურვა, მე კვლავ გიბრუნდებით და შევეცდები, რომ შეიძლება ძველი ინტენსივობით ვერა, მაგრამ გარკვეული ინტენსივობით საზოგადოების ინტერესი ჩემ წილად დავაკმაყოფილო.

პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, მე კოორდინაციას გავუწევ ძალოვან სისტემას. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ვნახე ერთი მხრივ სკეპტიკოსები, ოღონდ ძალით სკეპტიკოსები. „ქართული ოცნების“ მომხრეები მილოცავდნენ, ისინი [სკეპტიკოსები] ამბობდნენ, რომ პენსიაზე გაუშვეს. პრინციპში ძალიან გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ არის რაღაცა, ისე არ წარმოვიდგინოთ, ხელმძღვანელი, იმიტომ, რომ მაგალითად სუსის უფროსს არ შეიძლება ჰყავდეს ხელმძღვანელი და იმან დაავალოს რაღაცები, თუმცა კოორდინაციის ფუნქცია სამართალდამცავ უწყებებთან ნამდვილად მექნება და მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების ის პოზიტიური დინამიკა, რაც ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, ბოლო თვეების განმავლობაში - ეს იქნება კორუფციასთან, ტერორიზმთან ბრძოლა, ეს იქნება ანტინარკოტიკული კამპანია, რამდენად შთამბეჭდავი და მასშტაბური იყო, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა თუ ასე შემდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776887916

ახალი ამბები

მდინარაძე: მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთათვისაც სწორი მიმართულების მიცემა უდიდეს შედეგს გაძლევს

„მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი და ჩვენ გვყავს ადამიანები, სამართალდამცველები, რომელთათვისაც სწორი მიმართულების მ...

მამუკა მდინარაძე

1776885842

მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერი ზელენსკის პასუხობს: მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

მას შემდეგ, რაც ესტონელი პოლიტიკოსების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ უკრა...

ლიეტუვის პრემიერი

1776882691

ახალი ამბები

„პატრიარქი ილია II“ - გამოფენა ეროვნულ არქივში გაიხსნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავი...

პატრიარქი:

1776882448

ახალი ამბები

23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარ...

გზაგზაგზა

1776882377

ახალი ამბები

სააკაშვილი გიგა ლემონჯავაზე: მისი ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, სიცრუეს ავრცელებს

„გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული...

მიხეილ სააკაშვილი