ლიეტუვის პრემიერი ზელენსკის პასუხობს: მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს
მას შემდეგ, რაც ესტონელი პოლიტიკოსების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ უკრაინის პრეზიდენტს დაშინების რიტორიკისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ჩვენ რომ გვენახა, რომ ასეთი წინაპირობები არსებობს, ცხადია, ჩვენი რიტორიკაც შეიცვლებოდა. დღეს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ თავდაცვაში მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს ვაბანდებთ, ვართ ნატოს ალიანსის წევრები... და დღეს, რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი სიგნალი იმისა, რომ აქ და ამჟამად თავდასხმის გარკვეული მომენტები შეიძლება დადგეს“, - განუცხადა ლიეტუვის მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს დღეს, 22 აპრილს.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა მზად არის უპასუხოს შესაძლო პროვოკაციებს.
„ჩვენ კონფლიქტის ზონის უშუალო სიახლოვეს ვცხოვრობთ, ვესაზღვრებით ბელარუსს და ხდება სხვადასხვა პროვოკაციები თუ ჰიბრიდული შეტევები... მაგრამ სწორედ ამისთვისაა საჭირო სერიოზული მომზადება აუცილებელი საპასუხო ზომებისთვის და ჩვენი სტრატეგიული გეგმების ადაპტაცია დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობაში“, - აღნიშნა რუგინიენემ.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს ვარაუდი გამოთქვა, რომ რუსეთის მხრიდან ინტერნეტის შეზღუდვა შესაძლოა იყოს წვევამდელთა მობილიზაციისა და ახალი შეტევის შესავალი, რომელიც მიმართული იქნება ან უკრაინის, ან ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ.
1776887916
ახალი ამბებიმდინარაძე: მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთათვისაც სწორი მიმართულების მიცემა უდიდეს შედეგს გაძლევს
„მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი და ჩვენ გვყავს ადამიანები, სამართალდამცველები, რომელთათვისაც სწორი მიმართულების მ...
1776887287
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა
„მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქ...
1776882691
ახალი ამბები„პატრიარქი ილია II“ - გამოფენა ეროვნულ არქივში გაიხსნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავი...
1776882448
ახალი ამბები23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარ...
1776882377
ახალი ამბებისააკაშვილი გიგა ლემონჯავაზე: მისი ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, სიცრუეს ავრცელებს
„გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული...































