მდინარაძე: მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომელთათვისაც სწორი მიმართულების მიცემა უდიდეს შედეგს გაძლევს

„მე დამხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც სჭირდებოდათ კიდევ უფრო უკეთესი მენეჯმენტი და ჩვენ გვყავს ადამიანები, სამართალდამცველები, რომელთათვისაც სწორი მიმართულების მიცემა უდიდეს შედეგს გაძლევს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ.

„ერთ საერთო ციფრს მოგიტანთ: თუ დაახლოებით ერთი წლის წინ ინფორმაციის ნაკადი იყო იქს ციფრი, დღეს ეს ციფრი, სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი მინიმუმ 30-ჯერ გაზრდილია“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - თქვენმა ოპონენტებმა თქვეს, რომ ეს გაზრდილი მოსმენების ხარჯზე ხდება, ასეა? - მდინარაძემ ასე უპასუხა:

„მათ შორის. რა ეგონათ, დავმალავდი? დიახ, მოსმენებიც არის გაზრდილი, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე. თუ ორჯერ და ორნახევარჯერ გაიზარდა განჩინებები (ესეც გაზრდილი მუშაობის შედეგია), სამაგიეროდ ინფორმაციული ნაკადი გაიზარდა 30-ჯერ და მეტჯერ. არის ლეგიტიმური უამრავი საშუალება, მატერიალურ-ტექნიკურიდან დაწყებული, ადამიანური რესურსით გაგრძელებული, რომლებიც სუს-ში ინფორმაციის შედინებას უზრუნველყოფენ. ეს დინამიკა გაიზრდება გეკა გელაძის მმართველობის პერიოდში, რადგან ეს მიმდინარე მზარდი დინამიკაა, გეკა არაფერს დააკლებს, თუ არ მოუმატებს და ინფორმაცია ნიშნავს, მეტ პოზიტიურ კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით და მეტ გარანტიებს ამ სფეროში ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მან.

მდინარაძეს ასევე კითხვას დაუსვეს ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„შემიძლია გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში მათ ვაკვირდებოდით. ჩვენი სამსახურის თანამშრომლებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს, რომ გამოევლინათ და მტკიცებულებები შექმნილიყო. ამ თვეების მუშაობამ შედეგი მოგვცა ის, რომ გამოვავლინეთ უცხოური სპეცსამსახურის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი. შეიძლება ძალიან კარგი იყოს ვიღაცების დასანახად თქმა და გაგონება იმის, რომელი ქვეყნის ჯაშუშებზე ვლაპარაკობთ, მაგრამ სუს-ი არ აპირებს ერთ ქვეყანაზე გაჩერებას, რადგან მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ჰყავს ამ ქვეყანაში ასეთი ხალხი და ხვალ შეიძლება უხერხულობები შეიქმნას, ამიტომ ჯობია, რომ თავიდანვე არ ვთქვათ ერთი ქვეყანა, რადგან მერე მეორე ქვეყნის დასახელების ვალდებულებაც გვექნება. რაღაცებსაც ვეღარ წამოგვაძახებენ, ამიერიდან, ალბათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776887287

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით, კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა

„მე შევეცდები, რომ ჩემი ამ როლით კიდევ უფრო გავაძლიერო სამართალდამცავი უწყებების პოზიტიური დინამიკა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქ...

მამუკა მდინარაძე

1776885842

მსოფლიო

ლიეტუვის პრემიერი ზელენსკის პასუხობს: მსგავსი რიტორიკისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს

მას შემდეგ, რაც ესტონელი პოლიტიკოსების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს ბალტიის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ უკრა...

ლიეტუვის პრემიერი

1776882691

ახალი ამბები

„პატრიარქი ილია II“ - გამოფენა ეროვნულ არქივში გაიხსნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავი...

პატრიარქი:

1776882448

ახალი ამბები

23 აპრილიდან ხაჯალია-სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა 51 დღით შეიზღუდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 23 აპრილიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაჯალია-სუფსის საავტომობილო გზაზე 51 დღის განმავლობაში პერიოდული სარ...

გზაგზაგზა

1776882377

ახალი ამბები

სააკაშვილი გიგა ლემონჯავაზე: მისი ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, სიცრუეს ავრცელებს

„გიგა ლემონჯავამ (დროადან), რომლის ძირითადი ფუნქცია ეთერის შემავსებელი მოლაპარაკე თავობაა, გუშინ თქვა, რომ მე ერთპიროვნულ ლიდერად გამოვაცხადე თავი“, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული...

მიხეილ სააკაშვილი