„პატრიარქი ილია II“ - გამოფენა ეროვნულ არქივში გაიხსნა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მრავალწლიან სულიერ, საზოგადოებრივ და ეროვნულ მოღვაწეობას მიეძღვნა გამოფენა „პატრიარქი ილია II“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს, 22 აპრილს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გახსნა.
გამოფენა ასახავს პატრიარქის მრავალმხრივ მოღვაწეობას: ეკლესიის აღორძინებას, სასულიერო განათლების განვითარებას, მის კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
საგამოფენო პავილიონში წარმოდგენილია საქართველოს საპატრიარქოდან დროებით საექსპოზიციოდ არქივისათვის გადაცემული ორი შესამოსელი. მათგან ერთ-ერთი ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს, 1977 წლის 25 დეკემბერს, ეცვა; ასევე საპატრიარქო მანტია, რომელსაც ილია II ღვთისმსახურებისას სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. გამოფენის გახსნის დღეს დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს პატრიარქების - ეფრემ II-ისა და ილია II-ის - კუთვნილი ჯვარი.
გამოფენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი არის საქართველოს ეროვნული არქივისა და პატრიარქის მრავალწლიანი ურთიერთობა. ილია II ეროვნულ არქივს სამჯერ ეწვია. მისი ლოცვა-კურთხევით 2006 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ ხელნაწერს - ანჩის სახარებას (XII ს.). ეს ურთიერთობა ნათლად წარმოაჩენს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ეროვნული მემკვიდრეობის დაცვისა და შესწავლისადმი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივსა და საოჯახო არქივებში დაცული მასალა; ასევე ცნობილი ქართველი ფოტოგრაფების - რამაზ ნაცვლიშვილის, იური მეჩითოვის, გოგა ჩანადირის, დავით ხიზანიშვილის, ლუარსაბ ტოგონიძის, გიგლა ბენაშვილის, ბადრი და ირაკლი ვადაჭკორიების, ბესო გულიაშვილის, გიორგი აბდალაძისა და გიორგი მეურმიშვილის ნამუშევრები.
ფოტომასალის ნაწილს ფართო საზოგადოება პირველად ნახავს.
გამოფენა მიზნად ისახავს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს პატრიარქის განსაკუთრებული როლი საქართველოს სულიერ, კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პატრიარქის ღვაწლზე და უწმინდესისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის შესახებ ისაუბრეს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ისტორიკოსმა სერგო ვარდოსანიძემ. გამოფენის გახსნას, ასევე, ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე საგალობლები შეასრულა პატრიარქის ნათლულების მგალობელთა გუნდმა.
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას მაისის ბოლომდე უმასპინძლებს.
დათვალიერება თავისუფალია.
1776878438
ახალი ამბებიგივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელთან საქართველოში არტურ გებალთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და...
1776876514
ახალი ამბებისაქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. საქართველოს თავმჯდომარეობა ოფიციალურად 22 აპრილს, ვენაში...
1776875226
ახალი ამბებისაპატრიარქო - 40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღის მოახლოებასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო მიმართვას ავრცელებს. „შაბათს, 25 აპრილს, 40 დღე სრულდება, რაც მისი უ...
1776874587
ახალი ამბებისაგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის და კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში გრძელდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომა...
1776871127
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: მჯერა, რომ აჭარაში დაწყებული პროექტები და ინიციატივები აუცილებლად გაგრძელდება და წარმატებით განხორციელდება
სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის წევრებს, მუნიციპალიტეტების მერებს, პარტია „ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. მათ ერთობლივი და დაუღალავი შრომ...































