იტალია - მამაკაცი საცოლეს და სასიდედროს სხეულით ვაჭრობას აიძულებდა

ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს. თავიდან ყველაფერი არაჩვეულებრივად იყო. 26 წლის მამაკაცი გოგონას თავს ევლებოდა,  ყურადღებით ანებივრებდა, მაგრამ მის რეალურ განზრახვაში არაფერი იყო რომანტიკული. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მამაკაცი საცოლედ მოიხსენიებდა, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რითაც „საქმრომ“ ისარგებლა და ურთიერთობის დაწყებიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, მას სხეულით ვაჭრობა, ხოლო აღებული თანხით, საერთო მომავლის მოწყობა შესთავაზა. თავიდან  გოგონა უარზე იყო, მაგრამ საბოლოოდ, „საქმროსგან“ მიტოვების შიშის გამო, დასთანხმდა წინადადებას.

მამაკაცმა ის რამდენიმე საიტზე დაარეგისტრირა, მამაკაცებთან პაემნებსაც თავად ათანხმებდა და გრაფიკსაც. შეხვედრები გოგონას ბინაში ხდებოდა. სულ მალე ამ საქმიანობაში გოგონას 50 წლის დედაც აღმოჩნდა ჩათრეული. მამაკაცმა მისი დარწმუნებაც შეძლო, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იყო მომავლის ასაწყობად.

განგაშის ზარს მსხვერპლის კოლეგებმა შემოჰკრეს, რომელთაც მის კომპიუტერში „უცნაური“ ფოტოები და მიმოწერა ნახეს და პოლიციას აცნობეს. მამაკაცი ამჟამად დაკავებულია და სასამართლო პროცესამდე აღკვეთის ღონისძების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული. ფაქტი ტურინის ერთ-ერთ პროვინციაში მოხდა.

წყარო: torino.corriere.it

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 უცხოელი ქალები და სამუშაო, როგორ შეიცვალა სიტუაცია იტალიაში პანდემიის გამო

🔴 იტალია ზამთრის დროზე გადადის - როდის გადავწიოთ საათის ისრები

🔴 “ჩვენ ვართ ქვეყანა მეხსიერების გარეშე… ქვეყანა, სადაც ბავშვებისთვის სამკურნალო თანხები ემიგრანტების შესაგროვებელია”

🔴 კონკურსი იტალიაში მცხოვრები ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებისათვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794929099

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ ვრჩებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების სურვილისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ბურთი არის ევროკავშირის მხარეს, ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ ამ პროცესში, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს

„ყოველთვის ვამბობთ, რომ ნებისმიერ ჩვენს გადაწყვეტილებაზე ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ ვმოქმედებთ სწორად და პრაგმატულად. ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, როდესაც მთელი რეგიონი ცეცხლის ალშ...

ირაკლი ჭეიშვილ

1794927446

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა იუსტიციის სახლის მშენებლობაზე: წალენჯიხელებს ეს სერვისი აუცილებლად სჭირდებოდათ, იმიტომ რომ დაახლოებით 600-ზე მეტი სერვისი იქნება, რომელიც მოემსახურება ადგილობრივებს

წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის სახლის თავმჯდომარე და დეპუტატი ირაკლი ზარქუა გაეცნენ. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იუსტიციის სახლ...

ირაკლი ზარქუა

1794926094

ახალი ამბები

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

ფინანსური დანაშაულისთვის დაკავებულ ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. მას, ასევე, ჩამოერთვა ავტომობილი და 30...

ააა

1794926028

ახალი ამბები

ირაკლი შატაკიშვილი ხატია დეკანოიძეზე: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა, კიდევ ერთხელ, აჩვენა რადიკალური ოპოზიციური ე.წ პარტიების ანტიკონსტიტუციური ბუნება

„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა, კიდევ ერთხელ, აჩვენა რადიკალური ოპოზიციური ე.წ პარტიების ანტიკონსტიტუციური ბუნება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოად...

ირაკლი შატაკიშვილი

1794924440

ახალი ამბები

ბექა ძამაშვილი BridgeGap-ის კვლევაზე: 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო

„ამ კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპის მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კომპონენტში“, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის პირვ...

ბექა ძამაშვილი