მეცამეტე ხელფასი “ბადანტეებისთვის და კოლფებისთვის” - რა უნდა იცოდეთ!

იტალიაში დასაქმებული "ბადანტეებისთვის", ძიძებისა და "კოლფებისთვის", დეკემბერი, წლის ყველაზე "მდიდარი" თვეა. დამსაქმებელი ოჯახი სწორედ წლის ბოლო თვეს უხდის დასაქმებულს მეცამეტე ხელფასს. ფაქტობრივად, ოჯახში დასაქმებული პირები, სხვა სექტორში დასაქმებულთა მსგავსად, ორმაგ ხელფასს იღებენ. მათ მეცამეტე ხელფასი ეკუთვნით მიუხედავად იმისა, რა ტიპის სამუშაო კონტრაქტი აქვთ გაფორმებული, იქნება ეს სრულ, თუ ნახევარ განაკვეთზე, საათობრივად, თუ 24/24. 

მეცამეტე ხელფასი მთელი წლის განმავლობაში გროვდება და იმის მიხედვით ხდება გადახდა, თუ როდის გაფორმდა სამუშაო ხელშეკრულება. თუ სრულად ერთი წელი იმუშავეთ, თქვენი მეცამეტე ხელფასი, თვიური ანაზღაურების თანაბარი იქნება. 


თუ მაგალითად, მარტში მოხდა სამუშაო კონტრაქტის გაფორმება, დასაქმებულს მეცამეტე ხელფასის სახით, უფლება აქვს მიიღოს 10 თვის განმავლობაში დაგროვებული პროცენტის შესაბამისი თანხა. ანუ, თვიური ხელფასი იყოფა 12-ზე და შემდეგ მრავლდება 10-ზე (ნამუშევარი თვეების რაოდენობაზე).

მეორენაირად მეცამეტე ხელფასს საშობაო ბონუსსაც უწოდებენ, იქიდან გამომდინარე, რომ შობის თარიღთან ახლოს ხდება გადახდა.

ნინა მამუკაძე

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790961801

საზოგადოება

ინგა გუდაძე: ირმა ინაშვილო, სულ ნუ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი, რასაც შენ ახლა „ჩალიჩობ“, ეგაა არამზადობა, პირდაპირ კობახიძეს ახსენებ აუგად და ყველაფერი რომ დააჯერო ხალხს, იმას ვერ დააჯერებ, რომ კობახიძემ სისტემა შექმნა ციხეებში

ირმა ინაშვილო! სულ ნუ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი, დიდი ხანია „ტვ.პირველისა“ და „ფორმულას“ „ზვეზდა“ გახდი და იმ წუთიდან ვიფიქრე, რომ სული სატანას მიჰყიდე, - წერს ხელოვნებათმცოდნე, ინგა გუდაძე, სოციალურ ქს...

ინგა გუდაძე

1790960102

საზოგადოება

სანდრო ბარამიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე: რა ჩაიდინა ასეთი? დაჭრა ადამიანი, მაგრამ სად დაჭრა, როგორ და რამდენად საშიში იყო მის მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება, 17 წლით რომ გაამწესეს ციხეში?

შესაძლოა ამას ზუსტად სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა იმისათვის, რომ შური ეძიათ, თითქოს არ იკმარა იმ 17-მა წელმა, რომელიც მიუსაჯეს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერ...

სანდრო ბარამიძე

1790958799

საზოგადოება

კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, კვლევითი ცენტრების და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, კვლევითი ცენტრების და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი...

 მაია ბითაძ

1790957046

სპორტი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ტურნირ „თრიალეთის თასის“ გამარჯვებულია

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში 85,23 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 123,44 , ორი პროგრამის ჯამში კი 208,67 ქულა მოიპოვა და ტურნირ „თრიალეთის თასის“ გამარჯვებული ზედიზედ მ...

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინი

1790955261

საზოგადოება

ალუდა ღუდუშაური: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირში კარგად გაიაზრებენ და მოუწევთ თვალის გასწორება იმ ყველაფრისთვის, რაც მათივე კვლევებით, ობიექტური საზომით არის დათვლადი და გაზომვადი - ამერიკის შეერთებული შტატებიდან უფრო პოზიტიური სიგნალებია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთი...

ალუდა ღუდუშაური