"თქვენ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეთ საქართველოს" - რატომ დაუპირისპირდა გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, ექიმ გიორგი ღოღობერიძის შესახებ მორიგ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"ეს პოსტი უშუალოდ ბატონ ღოღობერიძეს ეხება
"ამ ბოლო დროს ექიმებიც იქცევიან, როგორც პოლიტიკოსები. ხალხს ექცევიან, როგორც ელექტორატს...ამბობენ იმას, რაც უმრავლესობას მოსწონს....და არა იმას, რაც სწორია .. ჰიპოკრატეს ფიცი სადაა?”
მე რასაც ვსაუბრობ, არის კონკრეტულ ფაქტებზე (იხილეთ ჩემი პოსტები პირველადი წყაროებით) დაფუძნებული. ყველა ჩემი პოსტი, რეკომენდაცია ეფუძნება უშუალოდ კონკრეტულ მტკიცებულებებს, ასევე მას ემატება ჩემი 25-წლიანი გამოცდილება. სად და როგორ ვმუშაობდი, იხილეთ საიტზე.
როგორც ახალგაზრდა ონკოლოგს, წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ რაც შეეხება საზოგადოებრივ ჯანდაცვას, თქვენ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეთ საქართველოს.
კონკრეტულად, თქვენი რამდენიმე პოსტი და სატელევიზიო გამოსვლა ვნახე, სადაც კოვიდზე საუბრობთ და ვაქცინის მნიშვნელობაზე ლაპარაკობთ ისე, როგორც ანტივაქსერი. ანუ ან არ ახსენებთ, ან “როგორც გინდათ, ისე მოიქეცითო”.
და ბოლო გამოსვლებმა ხომ საერთოდ. - ის, რომ თითქოს “ომიკრონი” ჩვეულებრივი სეზონური გრიპივით არის",, ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა.
თქვენ გგონიათ, გარედან არ ჩანს, რომ თქვენ ცდილობთ ანტივაქსერების გულების მოგებას?!
და ბოლოს, უშუალოდ პოსტკოვიდზე…. არ იცით, კოვიდი რას უშვრება ორგანიზმს?! არ იცით, რომ კოვიდი სეზონური გრიპი არ არის?! არ იცით, რომ კოვიდგადატანილი ადამიანების დაახლოებით 60% სხვადასხვა პოსტკოვიდური გართულება ემართაბათ და დიახ, კოვიდგადატანილ მამაკეცების დაახლოებით 37%-ში სპერმის “ხარისხი” ქვეითდება
საჯარო პოსტების წერა და ასე შეურაცხყოფაზე გადასვლა ახალგაზრდა ექიმს ნამდვილად არ შეეფერება.
თქვენგან განსხვავებით, მე ლაიქები, ფოლოვერები და რეიტინგები არ მაინტერესებს.
თქვენგან განსხვავებით, მე ჩემს “სერვისებს” არ ვყიდი არც ტელევიზიებში, არც სხვაგან.
პატარა ბავშვები არ ვართ.
დრო გადის, მე რასაც ვამბობ, ზუსტად ხდება. ისე. მე ვაკრიტიკებ კოლეგებს და ვიღებ კრიტიკას, ეს არის ნორმალური პროცესი და პირადში სულ ვსაუბრობთ.
ერთი პატარა რჩევა, რეიტინგები პოპულარობა დღეს გაქვს და ხვალ - არა, მაგრამ დაუსაბუთებელი კრიტიკა და, მით უმეტეს, შეურაცხყოფა ეს თქვენს ბიოგრაფიაზე დიდი ლაქაა.
მიხედეთ USML ტრენინგებს და ონკოლოგიას ონკოლოგები ქვეყანას სჭირდება.
დიდი იმედგაცრუება, დიდი …", - წერს ფხაკაძე.
მანამდე, გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში გიორგი ღოღობერიძის შესახებ სტატია სათაურით - "ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ" - გააზიარა მინაწერით - "ვერ გავიგე ოპელი"... რაზედაც ღოღობერიძემ სოციალურ ქსელში უპასუხა:
"აი, რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც დღეში 7-ჯერ ცვლის რეკომენდაციებს, აქედან 90% მტკნარი ტყუილია და თან საკუთარ თავს ექსპერტს ეძახის.
გიორგი ფხაკაძე არის მედიცინის სირცხვილი და იმის განსახიერება, თუ როგორი არ უნდა იყოს ექიმი.
მას თუ ჰგონია, რომ ქართველი ექიმების დაცინვა შეუძლია, ცდება. საკადრის პასუხს ჩვენგანაც მიიღებს და ხალხის დაპანიკებას შეეშვას, სასაცილო ხდება" - დაწერა გიორგი ღოღობერიძემ.
სხვა სიახლეები:
🔳 ოზურგეთში, დედამ 27 წლის შვილი საწოლში გარდაცვლილი ნახა
🔳 100 კაციდან 30 ვერ გააკეთებს ბავშვს, 70 გააკეთებს - გიორგი ფხაკაძე
🔳 არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორებს პატიმრობა შეეფარდათ
1791653374
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობების გამწვავების ფონზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების დროა. ტრამპის თქმით, „ვფიქრობ, უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის...
1791651835
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრი: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ, აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ციხეში ძალადობა არის წარმოუდგენელი რამ. აქამდე ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ გადაცემაში „ღია ეთერი“. იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდ...
1791650626
საზოგადოებაპაატა სალია: პენიტენციურ სისტემაში მოხვედრით ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ასე შემდეგ - სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა
პენიტენციურ სისტემაში მოხვედრით ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის ამოსავალი...
1791650220
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: სხვადასხვა ოპოზიციური ტელეარხიდან მოვისმინეთ, რომ თითქოს პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ნიშნები შეინიშნებოდა - ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მსგავსი ფაქტი 2012 წლიდან არ დადასტურებულა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა. როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ პენიტენ...
1791647707
საზოგადოება11 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 11 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკ...

























